როგორ გავლენას მოახდენს 10 თებერვლის სუპერახალმთვარეობა და რას უნდა ელოდოთ
სუპერახალი მთვარე უფრო ძლიერი მოვლენაა, ვიდრე ახალი მთვარე. ვინაიდან ახალი მთვარე არის აღორძინების დრო, ეს მთვარე იქნება განსაკუთრებით ინტროსპექტიული, ანუ მიდრეკილი თვითშემეცნებისა და ინტროსპექციისკენ. იმ ფაქტთან ერთად, რომ იგი აღდგება მერწყულის ნიშანში, მისი აზრები და გამოცდილება უკავშირდება ეგზისტენციალიზმს. ამიტომ, ასტროლოგების თქმით, იზოლაციის მდგომარეობა და ემოციური დაძაბულობა დამახასიათებელი იქნება ამ ახალმთვარეობაზე, მაგრამ, ამავდროულად, მერწყული მოგვცემს შესაძლებლობას ვიყოთ ობიექტურები და არ გადავიდეთ უკიდურესობებში.
მოგეხსენებათ, მერწყული ემოციებს თავის მტრად მიიჩნევს და რაციონალურ აზროვნებას ამჯობინებს მათ. ის იყენებს ინტროსპექციის ამ პერიოდებს ცვლილებებისა და რევოლუციებისთვის. ეს ნიშნავს, რომ მერწყულში ახალი მთვარის დროს ჩვენ შეიძლება ვიგრძნოთ ინოვაციებისა და ჩვენი ცხოვრების შესახებ ფიქრის სურვილი. შესაძლოა, ვინმემ იფიქროს ურთიერთობის მომავალზე და ვინმეს შთააგონოს ახალი ბიზნესის წამოწყება. რაც არ უნდა იყოს, მერწყული გაიძულებთ დიდხანს იფიქროთ სერიოზულ ცვლილებებზე, რომელთა გადაწყვეტაც ნამდვილი ობიექტურობის პოზიციიდან იქნება საჭირო.
საინტერესოა, რომ ისინიც კი, რომლებსაც ჩვეულებრივ გული მართავთ, ამ დროს რაციონალურობის ახალ გრძნობას აღმოაჩენენ, რადგან მერწყული იქნება დომინანტი ძალა. მზე (ჩვენი გარეგანი მე-ს მმართველი) ამ დროს მთვარესთან იქნება - ეს ნიშნავს, რომ ისინი იმავე ნიშანში იქნებიან. გარდა ამისა, მერკური (კომუნიკაციის პლანეტა) და პლუტონი (ტრანსფორმაციის პლანეტა) ასევე იქნებიან მერწყულში - ეს მძლავრი კომბინაცია გვიბიძგებს შევიტანოთ ლოგიკა ჩვენს აზროვნებაში და გადავდგათ ნაბიჯები, რომლებიც შესაძლოა გადაგვედო.
რა არ უნდა გააკეთოთ ახალმთვარეობაზე
სუპერახალმთვარეობის დროს, როდესაც მთვარე არ ჩანს ცაზე, მაგრამ მისი გავლენა ძალიან, ძალიან შესამჩნევია, არსებობს მთელი რიგი რეკომენდაციები იმის შესახებ, თუ რა შეგიძლიათ და რა არ შეგიძლიათ გააკეთოთ.
რა არ უნდა გააკეთოთ ახალმთვარეობაზე:
- კამათი, დალაგება;
- ზედმეტი მუშაობა;
- გადაჭარბებული კვება, ალკოჰოლის დალევა;
- შესყიდვები და გარიგებები.
რა შეგიძლიათ გააკეთოთ ახალმთვარეობაზე
- სამომავლო გეგმების შედგენა, ოცნება, დასახული მიზნები;
- ივარჯიშეთ მედიტაციაში, გაასუფთავეთ თქვენი გონება;
- გამონახეთ დრო ჰობისთვის;
- დავალიანების დაფარვა, ფინანსების სწორად გადანაწილება;
- აპატიეთ და ითხოვეთ პატიება.
მერწყულის წყალობით, ჩვენ შევძლებთ ახალი მთვარის პერიოდში შევიდეთ სუფთა გონებით და ჭეშმარიტად რაციონალური ხედვით. ასტროლოგები გვირჩევენ, არ შეგეშინდეთ, თუ ეს დრო დიდ ცვლილებებს მოგიტანთ ცხოვრებაში - თქვენ უბრალოდ უნდა გჯეროდეთ, რომ თქვენი გადაწყვეტილებები და მათთან დაკავშირებული ცვლილებები დაგეხმარებათ გადახვიდეთ ცხოვრების უკეთეს ფაზაში.