როგორ დავიმახსოვროთ ნანახი სიზმარი
იმისათვის, რომ დაიმახსოვროთ ყოველი სიზმარი საჭიროა გაიღვიძოთ მისი ნახვის შემდეგ. ასე, რომ სანამ წახვალთ დასაძინებლად გაიმეორეთ ხმამაღლა ან თქვენ გონებაში მაინც, შემდეგი სიტყვები "მე დავიმახსოვრებ დღეს ღამე ნანახ სიზმრებს". ეს გაიმეორეთ რამოდენიმეჯერ სანამ დაიძინებთ. ამის გაკებით კი თქვენს ქვეცნობიერს არწმუნებთ იმაში თუ რა სურვილი გაქვთ. ამას შეიძლება დაჭრდეს რამოდენიმე ღამე, რომ იმოქმედოს მაგრამ იცოდეთ ცოტა ხანში თქვენ გაგეღვიძებათ ყოველი ნანახი სიზმრის შემდეგ. თავიდან თქვენ შეძლებთ დაიმახსოვროთ მხოლოდ ერთი სიზმარი, მაგრამ დროთა განმავლობაში მიეჩვევით და გემახსოვრებათ უფრო მეტი და უფრო დეტალურად.
როცა, თქვენ სიზმრის ნახვის შემდეგ გაგეღვიძებთ შუაღამეს შეიძლება ნანახი მოგეჩვენოთ ძალიან აბსტრაქტული არარეალური და ბუნდოვანი, თუმცა არ მიაქციოთ ამას ყურადღება, შეწყვიტეთ ფიქრი ნანახზე, უბრალოდ აიღეთ პასტა და ფურცელი დაწერეთ ნანახი დეტალურად და გარკვევით. თუ თქვენ დაიძნებთ ის,ე რომ არაფერს აღწერთ მერწმუნეთ, ნანახი მაინც დაგავიწდებათ, ხოლო ღამე კიდე არ ღირს ნანახზე ფიქრი, უმჯობესია დილით საღ გონებაზე გაარჩიოთ ნანახი. ძილის წინ გაამზადეთ პასტა და ფურცელი რათა მალევე იპოვნოთ და მოახერხოთ დაწერა იმისა თუ რაც ნახეთ. უკეთესი იქნება თუ საერთოდ იქონიებთ "ძილის დღიურს".