როგორ შევარჩიოთ სანადირო თოფი (დამწყებთათვის)
ამორჩეული სანადირო თოფი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ აუცილებელ მოთხოვნებს: ა)[i]ჰქონდეს მსროლელის ძალის შესაფერისი ნორმალური წონა[/i]; ბ)[i]ჰქონდეს კარგი წონასწორობა და ჩასმულობა[/i]; გ)[i]იყოს სავსებით მორგებული, სწორედ აწყობილი და ეხამებოდეს მსროლელის აგებულებას[/i]; დ)[i]ჰქონდეს დაჯგუფებული და მკვეთრი მიტანა[/i]. მეტად მძიმე და მეტად მსბუქი თოფები სწრაფი და ზუსტი სროლისათვის ერთნაირად გამოუსადეგარია. მძიმე თოფი ღლის და ძალ-ღონეს ართმევს ნადირობისას. მსუბუქი თოფის აუცილებელი თვისებაა ძლიერი უკუცემა ანუ მხარში დარტყმა მინიმალურად დატენილი ვაზნის გასროლის დროსაც კი. 12-ყალიბიანი სანადირო თოფის საშუალო წონა 3-3,2 კგ უნდა იყოს. მძიმე თოფს, რომელსაც თავისი ნაწილების გაძლიერებული კონსტრუქცია აქვს, შეუძლია აიტანოს დიდი დატენილობის ვაზნა და სამსახური გაუწიოს მსროლელს უფრო დიდხანს, ვიდრე შემსუბუქებულ თოფს.
სწორად აწყობილ თოფს უნდა ჰქონდეს კარგი წონასწრობა. აწყობილი თოფის სიმძიმის ცენტრი უნდა მდებარეობდეს მის შუა წელში და წონასწრობის წერტილი უნდა იმყოფებოდეს კალაპოტის ფარიდან 55-65 მმ წინ. ასეთი თოფი მეტად მოსახერხებელია, ადვილად სახმარია განსაკუთრებით ჩქარი სროლისათვის. მეტად მნიშვნელოვანია, როდესაც თოფი კარგად მოსდის მსროლელს, ანუ შეეფერება მას ზომებით იმდენად, რომ თოფის მხარზე ჩქარა შეგდების დროს სამიზნე ხაზი სწორედ მიზნისაკენაა მიმართული და არავითარი დამატებითი შესწორებები გამომიზნებისათვის საჭირო აღარ არის.