როდის და როგორ ვლინდება თავბრუხვევა - rogor.ge

როდის და როგორ ვლინდება თავბრუხვევა

– თავისა და წელის ტკივილის შემდეგ თავბრუხვევა, უფრო სწორად თავბრუ, ყველაზე ხშირი მიზეზია, რის გამოც პაციენტები ექიმს აკითხავენ. თავბრუ, უმეტესად, დროებით აქვეითებს შრომისუნარიანობას და სოციალურ ადაპტაციას. თუმცა თავბრუხვევა შესაძლოა იყოს ისეთი ნოზოლოგიების მანიფესტაციაც, რომლებიც ჯანმრთელობის მყარ და შეუქცევად მოშლას იწვევენ. ყოველივე ეს ქმნის აუცილებლობას დეტალურად იქნეს გაანალიზებული თავბრუხვევის მიზეზები და, რა თქმა უნდა, დაისახოს მისი აღმოფხვრის კონკრეტული ტაქტიკა. ხშირად ამ პროცესის მართვას მარტო ნევროლოგიც ვერ ყოფნის და საჭირო ხდება ოტოლარინგოლოგის, კარდიოლოგის და ოფთალმოლოგის ჩართულობა.

– თავბრუხვევის დროს ადამიანს ეჩვენება, რომ ის ბრუნავს, მოძრაობს, თუმცა სინამდვილეში ის უმოძრაოა. პირიქითაც ხდება – ზოგს აქვს განცდა, რომ მის ირგვლივ ტრიალებს ყველაფერი და მოძრაობს – საგნები, მაგალითად, მიწა ფეხქვეშ და ა. შ. რა განაპირობებს ასეთ განცდებს? – თავბრუხვევა არის სუბიექტური შეგრძნება და პაციენტები მრავალფეროვანი ინტერპრეტაციით ახდენენ ჩივილის ვერბალიზაციას. „თავში სიცარიელე“, „ყანყალი“, „თავში კარუსელი“, „მიწა გამომეცალა ფეხქვეშ“, „ვარდნა სადღაც შორს“, „კედლების ტრიალი“, „თვალებზე შავი ბინდი“, „თვალებზე ბადის გადაფარება“ და სხვა.

ხშირად თავბრუხვევას თან ახლავს ვეგეტატიური სიმპტომატიკა: გულისრევა, ღებინება, ოფლიანობა, ტაქიკარდია, ხშირია შფოთვითი განცდებიც. თავბრუხვევა 80%-ში ფსიქოგენურია, 20%-ში ორგანული პათოლოგიით არის განპირობებული. არსებობს რამდენიმე ათეული სომატური პათოლოგია, რომლებსაც თან ახლავს თავბრუხვევა. ხშირად თავბრუხვევის ჩივილების დროს კლინიკურ-ნევროლოგიური და ლაბორატორიული მონაცემები ნორმის ფარგლებშია და დიაგნოსტირება ხდება მხოლოდ ანამნეზური მონაცემების საფუძველზე. გაგრძელება