როგორ დაგეხმარებათ ერთი საოცარი ემოცია სამსახურში წარმატების მიღწევაში
თეორია არის ის, რომ ემოციები, რომლებიც თან ახლავს გაბრაზებას, მაგალითად როგორიცაა ფოკუსირებული ყურადღება, ფიზიოლოგიური აღგზნება, პრობლემებთან დაახლოების ტენდენცია, ეხმარება რთულ სიტუაციებში. უბრალო სიტუაციებში, ეს ცვლილებები ნაკლებად მნიშვნელოვანია.
სორაია ჰემალი, აქტივისტი და მწერალი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, ბრაზი შეიძლება იყოს თვითდესტრუქციული ემოცია, რომელიც ანგრევს ურთიერთობებს და ძირს უთხრის მიზნებს, სიბრაზე დაგეხმარებათ უფრო ნათლად დაინახოთ ყველაფერი. "სიბრაზეში საინტერესო არის ის, რომ კოგნიტურად გამჭვირვალე ემოციაა“, - თქვა ჰემალიმ. "როდესაც ადამიანები გრძნობენ გაბრაზებას, ისინი ხშირად ფიქრობენ მეთოდურად, სტრატეგიულად, საკმაოდ მკაფიოდ, რადგან ბრაზი ათავისუფლებს რთულ ემოციებს და ასევე რთულ იდეებს."
5 ნიშანი იმისა, რომ თქვენს ცხოვრებაში დისბალანსია: როგორ შეამჩნიოთ დროულად ეს საგანგაშო ცვლილებები
"ჩვენ მიდრეკილნი ვართ აღვიქვათ სიბრაზე, როგორც დესტრუქციული, სოციალურად იზოლირებული ან ურთიერთობისათვის საშიში. სინამდვილეში ის ძალიან სოციალურია", - ამბობს ჰემალი. ”რადგან, როგორც წესი, როდესაც ადამიანი განიცდის ბრაზს, მას უწევს სხვა ადამიანების ჩართვა, რათა ეფექტურად შეცვალოს გარემოებები".
ზოდიაქოს 3 ყველაზე ფეთქებადი ნიშანი: უფრთხილდით ამ ქალების გაბრაზებას
სხვა კვლევებმა აჩვენა, რომ ბრაზს ასევე შეუძლია დაეხმაროს ადამიანებს პრობლემების უფრო სწრაფად და შემოქმედებით გადაჭრაში. "ყველა ემოციას აქვს ღირებულება. თუ თქვენ შეგიძლიათ დაასახელოთ ისინი, მიანიჭოთ მნიშვნელობა, მაშინ მათ ყველას ექნება ადგილი თქვენი მიზნების მიღწევაში", - ამბობს ჰემალი. "თუ თქვენ გრძნობთ სიბრაზეს - და ადამიანების უმეტესობისთვის ეს უსიამოვნო ემოციაა - ნუ მოიშორებთ მას. ნუ ეცდებით მის დათრგუნვას ან შეკავებას. სიბრაზეში ბევრი ინფორმაცია და ცოდნაა."
როგორ მოიშოროთ დაგროვილი ბრაზი და გაღიზიანება - "ცარიელი სკამის" მეთოდი