როგორ გავარკვიოთ ყველაზე მნიშვნელოვანი რამ მამაკაცის შესახებ 5 წუთში: ვუდი ალენის მეთოდი - rogor.ge

როგორ გავარკვიოთ ყველაზე მნიშვნელოვანი რამ მამაკაცის შესახებ 5 წუთში: ვუდი ალენის მეთოდი

იმას, თუ როგორ გამოხატავს ადამიანი საკუთარ თავს და ეპყრობა სხვებს, შეუძლია მის ხასიათსა და ფასეულობებზე ბევრის თქმა.

როგორ აკოცოთ პირველად

თუ აღძრავთ მამაკაცში ემოცებს, ამ მდგომარეობაში ის მოიხსნის ნიღაბს სახიდან და გაჩვენებთ მის ნამდვილ შინაგან სამყაროს. როდესაც მამაკაცი გაბრაზებულია, ის არ იტყუება და არ გპირდებათ ზედმეტს.

"თუ თქვენ შეგიძლიათ სილამაზის დანახვა, ეს მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ თქვენ ატარებთ სილამაზეს საკუთარ თავში. რადგან სამყარო სარკეს ჰგავს, რომელშიც ყველა საკუთარ ანარეკლს ხედავს".

ჩვენ მხოლოდ იმას ვხედავთ, რასაც ვხედავთ. ან რისი დანახვაც გვინდა. მამაკაცთან შეხვედრისას ყურადღება მიაქციეთ რას იტყვის ქალზე. ნუ გაგიკვირდებათ, თუ საპასუხოდ გაიგონებთ ჩაცინებას და ქალის ნაკლოვანებების ჩამონათვალს.

"გამომყვები ცოლად?" - წინადადების 8 პროტოკოლი, რომელიც უნდა დაიცვათ, როდესაც გსურთ ამ კითხვის დასმა

არსებობს რწმენა, რომ ადამიანი არ შეიძლება განსაჯოთ მისი სიტყვებით, არამედ მისი მოქმედებებით. თუმცა ნუ უგულებელყოფთ სიტყვებსაც. ყურადღებით მოუსმინეთ რას ამბობს. გააანალიზეთ - შეუძლია თუ არა წვრილმანებში სილამაზის დანახვა. ატარებს ის სიკეთეს საკუთარ თავში? ყველას და ყველაფერს აუფასურებს?

არ შეგეშინდეთ თქვენი ინტელექტის ჩვენების. კაცებს არ ეშინიათ ჭკვიანი ქალების, არამედ მათზე ჭკვიანების.

როგორ შეხვდე უსაფრთხოდ სოციალურ ქსელში გაცნობილ ადამიანს