რატომ ჩნდება პირში სტომატიტი და როგორ უმკურნალოთ
რატომ ჩნდება სტომატიტი?
სტომატიტის გაჩენის კონკრეტული მიზეზი არ არსებობს, მაგრამ არსებობს მთელი რიგი ფაქტორები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ლორწოვანი გარსის დაზიანება. ესენია:
- პირის ღრუს მცირე დაზიანებები სტომატოლოგთან ვიზიტის შემდეგ, ან შემთხვევითი ნაკბენი;
- მგრძნობელობა მაღალი მჟავიანობის მქონე საკვების მიმართ - ანანასი, მარწყვი, ციტრუსები, ასევე შოკოლადი და ყავა;
- ვიტამინის დეფიციტი, განსაკუთრებით B12, თუთია, ფოლიუმის მჟავა და რკინა;
- ალერგიული რეაქცია პირის ღრუს ბაქტერიებზე;
- ბრეკეტების ტარება;
- ჰორმონალური ცვლილებები მენსტრუაციის დროს;
- სტრესი და უძილობა;
- ბაქტერიული, ვირუსული და სოკოვანი ინფექციები.
სხვა გამომწვევი მიზეზები
სტომატიტი ასევე შეიძლება მიუთითებდეს სერიოზულ დაავადებებზე, რომლებიც საჭიროებენ სპეციალისტების კვალიფიციურ დახმარებას:
- ცელიაკია - ნაწლავების პათოლოგიური დარღვევა, რომლის დროსაც აღინიშნება გლუტენის აუტანლობა;
- ნაწლავის ანთებითი დაავადებები;
- შაქრიანი დიაბეტი;
- ბეჰჩეტის დაავადება;
- იმუნური სისტემის დარღვევები, რომლებიც იწვევენ ორგანიზმის ვირუსებისა და ბაქტერიების ნაცვლად ჯანმრთელ უჯრედებზე თავდასხმას;
- აივ/შიდსი.
როგორ ვუმკურნალოთ სტომატიტს
ხშირად სტომატიტი არ საჭიროებს სპეციალურ მკურნალობას და საკმაოდ სწრაფად გადის. თუმცა, თუ ეს პრობლემა ჩნდება რეგულარული სიხშირით და ლორწოვანი გარსის დაზიანებები ძალიან მტკივნეულია, მდგომარეობის შემსუბუქების და შეხორცების პროცესის დაჩქარების რამდენიმე გზა არსებობს. ესენია:
- პირის ღრუს გამორეცხვა მარილისა და სოდის ხსნარით;
- მაგნეზიის რძის წასმა სტომატიტზე;
- საკვები სოდის და პასტის წასმა;
- ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების გამოყენება ტკივილის სიმპტომების შესამსუბუქებლად;
- ყინულის წასმა;
- ტკივილისა და შეშუპების შესამსუბუქებლად პირის ღრუს სავლების გამოყენება;
- სტომატიტზე ტენიანი ჩაის პაკეტების დადება;
- ფოლიუმის მჟავის, ვიტამინების B-6 და B-12, თუთიის და სხვა საკვები დანამატების მიღება;
- ბუნებრივი საშუალებების მიღება, როგორიცაა გვირილის ჩაი, ექინაცეა, ძირტკბილას ფესვი.
შაკიკი აღარ გექნებათ: როგორი პროდუქტები უნდა მიირთვათ - სია ექიმებისგან
პრობლემის მოგვარების დასაჩქარებლად, უნდა დაიცვათ გარკვეული დიეტური რეკომენდაციები. უმჯობესია მოერიდოთ პროდუქტებს, რომლებიც აღიზიანებს პირის ღრუს ლორწოვან გარსს. მათ შორისაა ანანასი, ფორთოხალი, ლიმონი, გრეიფრუტი, ასევე თხილი, ჩიფსები და სხვა. უმჯობესია ჩაანაცვლოთ ისინი მარცვლეულით, ტუტე ხილითა და ბოსტნეულით. რეკომენდებულია დაბალანსებული დიეტა და ყოველდღიური მულტივიტამინების მიღება. უმჯობესია თავი აარიდოთ საუბრებს ჭამის დროს, რათა მინიმუმამდე დაიყვანოთ პირის ღრუს ლორწოვანის შემთხვევითი კბენის რისკი. მოერიდეთ სტრესს და დაიცავით პირის ღრუს ჰიგიენა.
როგორ გაიუმჯობესოთ ძილი: დიეტოლოგმა 8 პროდუქტი დაასახელა, რომელიც საღამოს უნდა მიირთვათ