როგორ უნდა შეიცვალოთ სახელი/გვარი, რა თანხა დაგიჯდებათ - ვრცელი ინფორმაცია იუსტიციის სახლიდან
თუკი სახელის, ან გვარის შეცვლა გსურთ, რეგისტრაციის მოთხოვნით შეგიძლიათ, მიმართოთ:
იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალს;სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს;საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებას. აღსანიშნავია, რომ სახელის შეცვლა შესაძლებელია დაინტერესებული პირის სურვილისამებრ. ასევე, უნდა გაითვალისწინოთ:
სრულწლოვან პირს უფლება აქვს შეიცვალოს სახელი მხოლოდ ერთხელ.
სახელის შეცვლა დაუშვებელია, თუ განმცხადებელი სახელად ირჩევს ციფრებს, სასვენ ნიშნებს, გეომეტრიულ ფიგურებს, გრაფიკულ გამოსახულებებს, სიმბოლოებს, უცენზურო ან შეურაცხმყოფელ სიტყვებს ან მრავალწევრიან (ორზე მეტი სახელისაგან შემდგარ) სახელს.
პირს შეუძლია შეიცვალოს გვარი და მიიღოს:
- მშობელთა შეერთებული გვარი;
- პირდაპირი აღმავალი შტოს ნათესავის გვარი (მეოთხე თაობის ჩათვლით);
- საკუთარი გვარისა და პირდაპირი აღმავალი შტოს ერთ-ერთი ნათესავის გვარის გაერთიანების შედეგად მიღებული გვარი;
- ფაქტობრივი აღმზრდელის გვარი;
- მშვილებლის გვარი;ქორწინებამდელი გვარი, თუ ქორწინების შეწყვეტისას მას არ დაუბრუნებია ეს გვარი;
- სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ მინიჭებული გვარი, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დაბადების აქტი რეგისტრირებულია საქართველოში და სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ ამ პირისთვის სხვა გვარის მინიჭების შემდეგ მან საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვა.
ასევე, დაინტერესებულ პირს შეუძლია:
აღიდგინოს ისტორიული გვარი;მოახდინოს მისი გვარის კანონიერად აღიარება;
დაიდგინოს გვარი.გასათვალისწინებელია, რომ გვარის შეცვლის გარკვეული საფუძვლების შემთხვევაში სრულწლოვან პირს შეუძლია გვარი შეიცვალოს მხოლოდ ერთხელ.
პირებზე , რომლებმაც 2017 წლის 28 მარტის შემდგომ შეიცვალეს გვარი, ვრცელდება ახალი კანონით დადგენილი გვარის შეცვლის რაოდენობრივი შეზღუდვა, შესაბამისი საფუძვლით გვარის შეცვლის მოთხოვნის შემთხვევაში. წაიკითხეთ ვრცლად