როგორ მოვამზადოთ ბრაზილიური ყავის კრემი - rogor.ge

როგორ მოვამზადოთ ბრაზილიური ყავის კრემი

ჟელატინს დაასხით 200 მლ ცივი ადუღებული წყალი და დააცადეთ გაფუება.

მოადუღეთ ყავა 300 მლ წყლით და გადაწურეთ ძალიან წვრილ საცერში.

კვერცხის გულები ათქვიფეთ შაქართან ერთად. ჩაასხით ყავა გულებში და გააცხელეთ, მუდმივად ურიეთ, ძალიან დაბალ ცეცხლზე შესქელებამდე. დაუმატეთ გაფუებული ჟელატინი და ვანილის შაქარი, ისევ კარგად აურიეთ.

ცივი ნაღები ათქვიფეთ, შემდეგ შეურიეთ გაცივებულ ყავის ნარევს და მოურიეთ

კრემი გაყავით პორციულ ფორმებში და შედგით მაცივარში გასამაგრებლად. მორთეთ თხილით, მოაყარეთ შაქრის პუდრა და მიირთვით ცივად.

როგორ მოამზადოთ ბოსტონის კრემის უნაზესი ნამცხვარი