11 სტრატეგია "პოკერის" სტილში, რომელიც ადამიანებთან კომუნიკაციაში დაგეხმარებათ - rogor.ge

11 სტრატეგია "პოკერის" სტილში, რომელიც ადამიანებთან კომუნიკაციაში დაგეხმარებათ

ფრთხილად

ყურადღება მიაქციეთ ყველაფერს, რაც თქვენ გარშემო ხდება. გაახილეთ თვალები, გააანალიზეთ და შეადარეთ ინფორმაცია. მოუსმინეთ რას და როგორ გეუბნებიან. თუ ვერ მიიღებთ იმ რეაქციას, რასაც ელოდით, თავად შექმენით სიტუაცია, რომელშიც ცხადი გახდება თანამოსაუბრის ზრახვები. ყოველთვის მიაქციეთ ყურადღება ადამიანის სხეულის მოძრაობებს, ისინი ავლენენ შინაგან აზრებს და მდგომარეობას.

ბრძენი ქალის 5 წესი: "მამაკაცთან ურთიერთობა არ უნდა გადაიზარდოს დამღლელ პროცესად"

იყავით აგრესიული

ეს არ ნიშნავს, რომ უნდა იჩქაროთ და ყველას მიმართ იყოთ უხეში. პირიქით, უკიდურესად თავაზიანად, თვალებში ჩახედვით, თავდაჯერებული და მშვიდი ტონით, მიაღწიეთ იმას, რაც გჭირდებათ. ყურადღება არ მიაქციოთ მოწინააღმდეგის ქცევას. შესაფერის მომენტში იმოქმედეთ მკაცრად და უმოწყალოდ.

როგორ შეინარჩუნოთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან - მხოლოდ ერთი "ოქროს" წესი დაგეხმარებათ

განავითარეთ ინტუიცია და ექსტრასენსორული აღქმა

ამაში არაფერია მისტიკური და იდუმალი. თქვენ უბრალოდ გამოიტანთ გარკვეულ დასკვნებს თქვენი გამოცდილებისა და მრავალი ძლივს შესამჩნევი ფაქტორების საფუძველზე. თუ თქვენ მუდმივად აკეთენთ დასკვნებს რამდენიმე ნაბიჯით, სანამ რამე მოხდება და შეადარებთ შედეგს მოლოდინს, მაშინ საკმაოდ სწრაფად გავრცელდება ჭორი თქვენ შესახებ, როგორც მომავლის პროგნოზირების უნარის მქონე ადამიანზე.

როგორ განავითაროთ ქარიზმა: 7 მეთოდი

იყავით მიზანზე ორიენტირებული

ნუ გააკეთებთ რამეს მხოლოდ გასართობად. იმოქმედეთ მხოლოდ გამარჯვებისთვის. პოკერის კარგი წესია: ყოველთვის ეცადე ითამაშო შენი სრული ძალით. გამოიყენეთ ეს თქვენს ურთიერთობებში. ნუ შეაფასებთ მათ, ვისთანაც ურთიერთობთ.

როგორ განთავისუფლდეთ ცუდი აზრებისგან

გამოიჩინეთ გამბედაობა

კომუნიკაციისას მოგიწევთ უხილავი ხაზის გავლება სიბრძნესა და დაუფიქრებელ გამბედაობას შორის. თუ რაიმის გაკეთებას გადაწყვეტთ, მაშინ იფიქრეთ, რომ შეგიძლიათ სულ რამდენიმე წამი დახარჯოთ მოქმედებაზე, დაძლიოთ თქვენი შიში. თუ ამას არ გააკეთებთ, ინანებთ. სახის თავდაჯერებული გამომეტყველებით, თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ არასწორი საქმეებიც კი.

იყავით მომთმენი და დაზოგეთ ენერგია

შეეცადეთ ყველაფერი ნელა გააკეთოთ, ჩაერთეთ ღონისძიებაში მხოლოდ მაშინ, როცა მზად იქნებით. მაგრამ შეიმუშავეთ თქვენი ტემპი. თუ უკვე "ბანქოს მაგიდასთან" დაჯექით, არაფერმა არ უნდა გაგიფანტოთ ყურადღება თამაშისგან. იყავით ფხიზლად ნებისმიერი საუბრის ან მოლაპარაკების დასრულებამდე.

იყავით მოწესრიგებული

გამოიჩინეთ ძალისხმევა, რომ ამოიცნოთ თქვენს ქცევაში არსებული ხარვეზები. განიხილეთ სხვადასხვა სცენარი. ეცადეთ თავი ყველასთან კომფორტულად იგრძნოთ.

აკონტროლეთ თქვენი ემოციები

აკონტროლეთ ემოციები და სიბრაზე, თუ ეს არ არის თქვენი ერთ-ერთი კონტროლირებადი სტრატეგია.

როგორი უნდა იყოს თავდაჯერებული ქალი? - 5 თვისება

რეგულარულად დაისვენეთ

ჩაატარეთ ყველა მნიშვნელოვანი შეხვედრა და მოლაპარაკება მხოლოდ მაშინ, როცა დასვენებული ხართ და არაფერი გაწუხებთ.

იყავით მოქნილი

თქვენი პოტენციალის განსაზღვრის შემდეგ, თქვენ რეგულარულად უნდა შეამოწმოთ საკუთარი თავი, რომ ნახოთ რამე შეიცვალა თუ არა. იყავით მოქნილი ყველანაირი სიტუაციებისთვის.

აიმაღლეთ რეპუტაცია

ისევე, როგორც პოკერის მაგიდასთან, რეპუტაციას ცხოვრებაში ორი მხარე აქვს. ზოგი მას პატივს სცემს, ზოგი კი იყენებს. მხოლოდ ერთი გზა არსებობს.

როგორ განავითაროთ ქარიზმა: 7 მეთოდი