როგორ გაიგოთ რას ნიშნავს სინამდვილეში, როცა მამაკაცი არც გწერთ და არც გირეკავთ
შეწყვიტეთ მისი გამართლება
ხშირად გოგონები თავიანთ ფანტაზიებში შეთქმულების თეორიას ქმნიან, როცა მამაკაცი ქრება. მაგალითად, ისე ეშინოდა მძაფრი გრძნობების, რომ ერჩია ცოტა ხანს არ დაგკონტაქტებოდათ, ან ძალიან დაკავებულია სამსახურში, მისი ძაღლი ავად არის, ამჟამად გადის "რთულ პერიოდს"- არა, ეს ყველაფერი სისულელეა.
როგორ შეინარჩუნოთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან - მხოლოდ ერთი "ოქროს" წესი დაგეხმარებათ
რატომ შეწყვიტა დარეკვა და მოწერა?
თუ ბიჭი, მამაკაცი არ მოგწერთ ან არ გირეკავთ, ეს იმიტომ ხდება, რომ მას უბრალოდ არ სურს. 99,9% შემთხვევაში ამას აქვს მიზეზი. რა თქმა უნდა, ის შეიძლება იყოს დაკავებული სამსახურში, მეგობრებთან სტუმრობით, ან რაიმით, მაგრამ დაიმახსოვრეთ, სადაც არ უნდა იყოს ის, ყოველთვის გამონახავს წუთს რამდენიმე სიტყვის სათქმელად. გკითხოთ, "როგორ ხარ", ან რაიმე სასიამოვნო მოგწეროთ. მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას ნამდვილად აქვს თქვენთან კომუნიკაციის სურვილი და მოთხოვნილება. არ უნდა ეძებოთ საბაბი და არ მოიტყუოთ თავი. არ შეახსენოთ თავი ზედიზედ რამდენჯერმე, რადგან როცა მართლა მნიშვნელოვანი ხართ და უყვარხართ, არ დაავიწყდებით.
როცა დაინახავს თქვენს გულგრილობას, შესაძლოა დაგიბრუნდეთ. შემდეგ თქვენ გადაწყვიტეთ, დაიბრუნოთ თუ არა.
როგორ მოიქცევა ძლიერი ქალი ურთიერთობაში, თუ ამ 8 ნიშანს შეამჩნევს