ბრძენი ქალის 5 წესი: "მამაკაცთან ურთიერთობა არ უნდა გადაიზარდოს დამღლელ პროცესად"
ხშირად ბევრი ქალი იხევს უკან, რათა დაეხმაროს საკუთარ ოჯახს. ეს შესანიშნავია, მაგრამ ასეთი ქმედებები ხშირად განსხვავებულ შედეგს იძლევა: მუდმივად სხვებზე ზრუნვა დამღლელია. ამ შემთხვევაში გაითვალისწინეთ მხოლოდ ერთი რამ - გაუფრთხილდით საკუთარ თავს. როგორ გააკეთოთ ეს? დასაწყისისთვის გარკვეული პასუხისმგებლობები ოჯახის სხვა წევრებს გადააბარეთ. მეორე ნაბიჯი არის უარის თქმა და პირადი საზღვრების განსაზღვრა. ნუ იქნებით შეპყრობილი სიყვარულით, ნუ მოითხოვთ მუდმივ ყურადღებას და ზრუნვას თქვენი მამაკაცისგან. ქალი უნდა იყოს ძლიერი, ჰქონდეს შინაგანი სამყარო. მარტო დარჩენის შიში კარგს არაფერს მოგიტანთ. არ შეიძლება დაკარგოთ თავი ურთიერთობაში. არ შეიჭრათ მის სივრცეში და ნუ უგულებელყოფთ საკუთარსაც. არ უნდა გაწიროთ თქვენი საყვარელი ჰობი, არ დაშორდეთ მეგობრებს.
როგორ ვიკარგებით ცხოვრებაში - 10 ციტატა, რომლებიც თქვენი ცხოვრების წესზე დაგაფიქრებთ
თქვენ აუცილებლად უნდა ისწავლოთ სასიამოვნო ემოციების განცდა ნებისმიერი სამუშაოსგან. გამოუყავით დრო საკუთარ თავს, რომ დილით ფინჯანი ყავა ან ჩაი დალიოთ და დატკბეთ, რომ დადებითად განეწყოთ თქვენი მომავალი დღისთვის.
"არ უნდა შეხვიდე იმავე წყალში, ის უკვე ბინძურია" - თეთრი მაგის რჩევები, თუ როგორ იცხოვროთ სწორად
სწორი კომუნიკაცია მთელი მეცნიერებაა, მისი დაუფლებით ადამიანი ხდება წარმატებული. გამონაკლისი არ არის მამაკაცთან ურთიერთობა. ამიტომ თქვენ უნდა ისწავლოთ ეს სიბრძნე. რა თქმა უნდა, ძალიან რთულია ემოციების შეკავება, როცა გაწყენინებენ ან შეურაცხყოფას მოგაყენებენ. არ დაიგროვოთ წყენა და არ ჩაიტოვოთ საკუთარ თავში. დროულად უნდა გათავისუფლდეთ. ასევე, აუცილებელია ნეგატიური დამოკიდებულებისგან თავის დაღწევა, რადგან ხელს შეგიშლით სიხარულსა და ტკბობაში.
მამაკაცთან სწორი კომუნიკაცია იქნება თქვენი გზავნილი თქვენი გრძნობების შესახებ. თქვენ უნდა თქვათ: "საშინლად გაბრაზებული ვარ", ან "შეურაცხყოფილად ვგრძნობ თავს". ამის შემდეგ აუცილებლად უნდა ახსნათ ამ მდგომარეობის მიზეზი და შესთავაზოთ თქვენთვის მისაღები გამოსავალი.
ეს მიდგომა ინარჩუნებს თქვენი პარტნიორის მამაკაცურ ღირსებას, ხოლო მის მიმართ ბრალდებები ყოველთვის უარყოფითად აისახება მამაკაცზე და იწვევს ურთიერთობების გამწვავებას. თქვენ უნდა დაიცვათ თქვენი თვალსაზრისი, თქვენი ინტერესები, სურვილები მშვიდობიანად და სწორად.
"თუ ვინმემ დაგიშავათ, შურს ნუ იძიებთ, დაელოდეთ" - სამი ბრძნული ებრაული ციტატა