როგორ გამოვკვებოთ ქათმები ზამთარში, რომ იყვნენ ჯანმრთელები - rogor.ge

როგორ გამოვკვებოთ ქათმები ზამთარში, რომ იყვნენ ჯანმრთელები

ცივ სეზონზე ფრინველები უფრო მეტ კალორიას ხარჯავენ სხეულის გასათბობად. ამრიგად, ზამთარში საკვების ყოველდღიური მიღება იზრდება დაახლოებით 15%-ით.

ზამთარში ქათმების დიეტაში ყველაზე დიდი პროცენტი მარცვლეულ კულტურებზე მოდის: სიმინდი, ხორბალი ან ქერი. გამოკვებამდე მარცვალი აუცილებლად უნდა დაჭყლიტოთ. raising-chickens-in-winter-1765003868.jpg

ზამთარში სველი საკვები მთლიანი საკვების დაახლოებით 30%-ს უნდა შეადგენდეს. ის ჩვეულებრივ მზადდება რამდენიმე სახის მარცვლეულის, კარტოფილისა და თევზის ზეთისგან.

ზამთარში ქათმები უფრო მეტ კვერცხს დებენ, თუ საკვებს პროტეინი დაემატება. ეს შეიძლება იყოს დაფქული ძვალი, ან დაქუცმაცებული კვერცხის ნაჭუჭი.

ზამთარში ქათმები განიცდიან ვიტამინების ნაკლებობას. ამის კომპენსირება შეგიძლიათ ბოსტნეულით, როგორიცაა ჭარხალი, ყაბაყი, გოგრა და გახეხილი სტაფილო. snowchickens-scaled-1765003884.jpg

ზამთარში მცენარეები ძალიან სასარგებლოა ქათმებისთვის. ზაფხულის მცენარეებს ინახავენ და უმატებენ საკვებს, მაგალითად, როგორიცაა ჭინჭარი, სამყურა და სხვა.

თუ ქათმები ზამთარში ავადდებიან, ან წონაში იკლებენ, მინერალური საკვები დანამატები უნდა იყიდოთ ვეტერინარულ მაღაზიაში.

როგორ დავარბილოთ ქათმის ხორცი

როგორ გავაცხელოთ შემწვარი ქათამი

როგორ გავრეცხოთ სწორად ქათამი და კვერცხი