როგორ ჩნდება ჩრდილოეთის ციალი, რაზეა დამოკიდებული მისი ფერი და კარგია თუ არა - rogor.ge

როგორ ჩნდება ჩრდილოეთის ციალი, რაზეა დამოკიდებული მისი ფერი და კარგია თუ არა

როგორ ჩნდება ჩრდილოეთის ციალი?

ჩრდილოეთის ან პოლარული ციალი, ბნელ ცაში მრავალფეროვანი შუქის "თამაშის" უნიკალური ფენომენია. უფრო ხშირად, ჩრდილოეთის ნათება ჩნდება დედამიწის პოლუსებზე, არქტიკული წრის მიღმა. თუმცა ზოგჯერ მისი დანახვა შესაძლებელია დაბალ განედებზე.

ჩრდილოეთის ნათების გამოჩენა დაბალ განედებზე გამოწვეულია მზის აქტივობით და პროვოცირებული მაგნიტური ქარიშხლით. მზის ეს აქტივობა ცვლის დედამიწის მაგნიტურ ველს, მზის ქარის დამუხტული ნაწილაკები შეაღწევენ მაღალ განედებში და შედეგად "ავრორას" დანახვა დაბალ განედებზეცაა შესაძლებელი.

რაზეა დამოკიდებული ფერი?

ჩვეულებრივ, ავრორას დანახვა მწვანე და წითელ ფერებშია შესაძლებელი. ეს გამოწვეულია იმ მოლეკულებით, რომელთა აირებსაც ეჯახება მზის ქარის დამუხტული ნაწილაკები. მაგალითად, ჟანგბადთან შეჯახებისას ჩნდება წითელი "ბზინვარება", ხოლო აზოტთან ურთიერთობისას ჩნდება მწვანე.

კარგია თუ ცუდი?

ჩრდილოეთის ციალი არ არის გამოკვეთილად კარგი ან ცუდი. მაგრამ მაგნიტური ქარიშხალი, რომელიც იწვევს "ავრორას" გაჩენას, გავლენას ახდენს დედამიწაზე და მის მკვიდრებზე, განსაკუთრებით მათზე, ვისაც გარკვეული დაავადებები აქვს, მაგალითად, გულსისხლძარღვთა. თუმცა, ზოგადად, ადამიანის ჯანმრთელობაზე სეროზულ გავლენას არ ახდენს.

როგორ მოიქცეთ ქარიშხლის, ტორნადოს ან "სმერჩის" დროს, რათა არ დაზარალდეთ

როგორ გადაურჩეთ მეხის დაცემას

როგორ დავიცვათ თავი რადიაციისგან

როგორ მოვიქცეთ მიწისძვრის დროს