როგორი კვირა გელით: 6 - 12 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის - rogor.ge

როგორი კვირა გელით: 6 - 12 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი

თქვენი მატერიალური მდგომარეობა ან გაუმჯობესდება, ან გამყარდება, ეს კი თქვენი შრომის დამსახურება იქნება. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას და ნურაფერს დააყენებთ მასზე წინ. სიყვარულის პლანეტა ვენერა მოგიტანთ სიმშვიდეს და ჰარმონიას.თქვენ შეიძლება იგრძნოთ გარკვეული ზეწოლა და გაგიჭირდებათ, ამოიცნოთ, სხვა ადამიანების განზრახვები, ეცადეთ, იყოთ ყურადღებით და არ მიიღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები.

კურო

თქვენი პლანეტარული მმართველი, ვენერა, ჰარმონიზდება ძალაუფლების მქონე პლანეტა პლუტონთან, რაც გააძლიერებს თქვენს ემოციურ მდგომარეობას. სურვილი გექნებათ, რომ ვინმეს გული გადაუშალოთ, გირჩევთ პარტნიორი ამ შემთხვევაში ფრთხილად შეარჩიოთ. ეს კვირა ჰარმონიული იქნება სამსახურის ჭრილში. სიმშვიდე გელით პირად ურთიერთობებშიც, თუ წინა პერიოდიდან გაქვთ გამოყოლილი კონფლიქტი და დაძაბულობა, ნუ გაამწვავებთ მას.

ტყუპები

იყავით მშვიდი უცნობებთან და ეცადეთ, აკონტროლოთ თქვენი ემოციები. ამ კვირაში განსხვავებული როლების მორგება მოგიწევთ, მაგრამ არაფერი დააყენოთ საკუთარ სურვილებზე წინ. კარგი კვირა გელით ფინანსური კუთხით, თუმცა თქვენი პასუხისმგებლობებიც იზრდება. თუკი ჩათვლით, რომ საქმეს ვერ უმკლავდებით, ნუ მოგერიდებათ დახმარების თხოვნა.

კიბო

ამ კვირაში გელით ღრმა საუბრები ურთიერთობების შესახებ, შესაძლოა, გაიგოთ სხვების საიდუმლოები ან მნიშვნელოვანი ამბები. დაუკვირდით თქვენს ყველა სიტყვას, ყავით გულწრფელი. პლანეტა ვენერა ოჯახში ჰარმონიას და სიმშვიდეს მოგიტანთ. გახდებით უფრო თავდაჯერებული და იპოვით გზას პირად ურთიერთობებში სიმშვიდის შესანარჩუნებლად. მოერიდეთ კონფლიქტს მეგობრებთან. განაგრძეთ კითხვა

როგორი სასიყვარულო მოვლენები ელით ზოდიაქოს ნიშნებს ნოემბერში

როგორ მიიღებს სიყვარულს და ბედნიერებას ზოდიაქოს ეს 3 ნიშანი ნოემბერში

რისთვის უნდა მოემზადოთ და როგორი იქნება ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

როგორია 2024 წლის ტაროს პროგნოზი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის