როგორ მოვამზადოთ ჭარხლის კარპაჩო - rogor.ge

როგორ მოვამზადოთ ჭარხლის კარპაჩო

ჭარხალი გარეცხეთ და მოხარშეთ სანამ დარბილდება. თუ ჭარხალი ახალგაზრდაა, უფრო სწრაფად იხარშება. მოხარშულ ბოსტნეულს ვასუფთავებთ, ვჭრით 2-3 მმ თხელ ნაჭრებად და ლამაზად ვათავსებთ თეფშზე.

1-1698905701.jpg

ჭარხლის ნაჭრებს ზემოდან დაადეთ ფეტა ყველის კუბიკები. მოაყარეთ ფიჭვის თხილი და მწვანილი: ჩვენს შემთხვევაში ეს არის რუკოლას ფოთლები. არ დაგავიწყდეთ, რომ კერძი უნდა აღმოჩნდეს არა მხოლოდ გემრიელი და ჯანსაღი, არამედ ლამაზიც.

2-1698905743.jpg

ბოლო აკორდები: მარილი, პილპილი და ზეითუნის ზეთი. შედევრი მზადაა. რუკოლას ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ პრასის რგოლები ან წიწმატის ფოთლები.

როგორ მოამზადოთ რუკოლას სალათა ყაბაყით, ჩერი პომიდორითა და მოცარელათი

როგორ მოამზადოთ ამერიკული კლასიკური სალათი Coleslaw ბარბექიუსთვის

როგორ მოამზადოთ კრაბის სალათა განსხვავებულად - ჩერი პომიდორით