როგორ დაამარცხოთ სიზარმაცე - rogor.ge

როგორ დაამარცხოთ სიზარმაცე

სასარგებლო რჩევები, თუ როგორ უნდა დაძლიოთ სიზარმაცე:

  • არის მოძრაობა - არ არის სიზარმაცე. მოძრაობა არის სიცოცხლე, ენერგია მოდის მოძრაობიდან. ეს არის უმარტივესი კანონი, რომელიც ბევრისთვის ცნობილია. ამ კანონის არსი არის საკუთარი თავის იძულება. თუ მთელი დღე დივანზე წევხართ და უბრალოდ ფიქრობთ, რომ კარგი იქნება რაიმეს გაკეთება, მაშინ შეეცადეთ ადგეთ და დაიწყოთ, ეს ყველაზე მთავარია, თუმცა საკმაოდ რთულიც;
  • დაიწყეთ დღე მხიარული განწყობით: მიიღეთ შხაპი, ჩაიცვით კომფორტული ტანსაცმელი, დალიეთ ფინჯანი ყავა, გაისეირნეთ დილაობით ან გაანიავეთ ოთახი. დაისახეთ მიზანი, დაასრულოთ კონკრეტული სამუშაო. იპოვეთ მიზეზი, რატომ აკეთებთ ამას, რისი მიღწევა გსურთ. შეაფასეთ დავალების მნიშვნელობა და საქმის მასშტაბები;
  • შეადგინეთ დღის სამოქმედო გეგმა, მაგრამ დაგეგმეთ ის, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ რეალურად. შეგიძლიათ დაწეროთ სამუშაოების სია და ჩამოკიდოთ თვალსაჩინო ადგილას. მუდმივად მოჰკრავთ თვალს, შეგახსენებთ საქმეებს და მაინც მოგიწევთ კეთება.

გადადგით პირველი ნაბიჯი

დაგეგმილის განხორციელების დაწყება რთული მომენტია. მაგრამ თუ ამას გადალახავთ, მაშინ შემდეგი ნაბიჯები უფრო სწრაფი და ადვილი იქნება. ეცადეთ იყოთ მოტივირებული, იფიქრეთ ახლობელ ადამიანებზე, ვისთვისაც თქვენი წარმატება სიხარულისა და ბედნიერების წყაროა. ან გამოთვალეთ თქვენი შემოსავალი და წარმოიდგინეთ რამდენჯერ გაიზრდება სამუშაოს დასრულების შემდეგ. შეცვალეთ თქვენი საქმიანობა. ერთფეროვანი სამუშაოს კეთება მოსაწყენი ხდება. შეუთავსეთ გონებრივი აქტივობა ფიზიკურ აქტივობას. თქვენ არა მარტო მოიშორებთ სიზარმაცეს, არამედ ადვილად გააგრძელებთ დაწყებულს.

მნიშვნელოვანი რჩევები

  • იყავით უფრო ნებისყოფიანი. არ დატოვოთ ის, რაც დაიწყეთ. იარეთ წინ და ეძებეთ ახალი გზები სირთულეების დასაძლევად. უთხარით შთამაგონებელი ფრაზები საკუთარ თავს;
  • დაამყარეთ კონტროლი ნათესავებთან და მეგობრებთან. სთხოვეთ მათ თვალყური ადევნონ თქვენი სამუშაოს მიმდინარეობას. ასეთი კონტროლი მეტ სტიმულს მოგცემთ, რომ შეასრულოთ სამუშაო;
  • ეცადეთ არაფერი გააკეთოთ. დაჯექით ადგილზე და არ შეცვალოთ პოზიცია რამდენიმე წუთის განმავლობაში. დრო ნელა გავა და მარადისობად გადაიქცევა. დიდხანს ვერ იჯდებით და რაღაცის გაკეთება მოგინდებათ.
  • საქმეებს ხვალისთვის ნუ გადადებთ. სამუშაოს დროულად გაკეთება წარმატების ერთ-ერთი გასაღებია. სიზარმაცის წინააღმდეგ უსარგებლო ბრძოლა კი მუხრუჭია პროფესიული განვითარების გზაზე.

როგორ დავძლიოთ სიზარმაცე ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

4 გზა, როგორ დაეხმაროთ თქვენს პარტნიორს ჯანსაღი ცხოვრების წესის წარმართვაში - ჩხუბისა და საყვედურის გარეშე