იმისათვის, რომ საფუარის ცომი ამოვიდეს: 4 ძირითადი პუნქტი
ხუთი ძირითადი პუნქტია სავალდებულო:
- ახალი საფუარი;
- გაცრილი ფქვილი;
- კარგად მოზელილი ცომი;
- საკმარისი დრო ცომის აფუებისთვის;
- მზა ცომეულზე შეხების აკრძალვა, სანამ არ გაცივდება.
თუ გაცრილი ფქვილისა და ახალი საფუარის შესახებ ყველაფერი ნათელია, მაშინ როცა ვამბობთ „მოზილეთ ცომი“ ეს ნიშნავს არა მხოლოდ ყველა ინგრედიენტის შერწყმას ერთგვაროვნებამდე... ცომის მოზელის პროცესი გაცილებით გრძელია... მუნდა გესმოდეთ: საფუარი ცომი ხანგრძლივ მოზელვას მოითხოვს (თუ რეცეპტში კონკრეტულად არ წერია, რომ მოზელვის გარეშეა. მაგალითად, მე მაქვს პურის რეცეპტი, რომელიც მზადდება ზუსტად ასე, მოზელვის გარეშე. თუ ზელვას დაიწყებთ, თქვენ თვითონ მიხვდებით, როდის იქნება ცომი მზად, უნდა მოზილოთ სანამ ცომი არ მოგეწონებათ. იქნება რბილი, ელასტიკური, არა წებოვანი და ნაზი.
როცა ცომს ასაფუვებლად დადგავთ, უნდა დააფაროთ თავზე, რომ ამოვიდეს. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ცომი არ გაფუჭდეს და მისი ზედა ფენა არ გახმეს.
"რეცეპტში არასდროს ვაქცევ ყურადღებას, რამდენი დროა მითითებული ცომის აფუებაზე. ეს არის წმინდა ინდივიდუალური საკითხი, რადგან დამოკიდებულია ოთახის ტემპერატურაზე და გამოყენებულ საფუარზე. ოთახი არ უნდა იყოს ცივი. თქვენი ცომი მზად არის, როცა ზომაში 1,5-2-ჯერ გაიზრდება“, - ამბობს კულინარიული ბლოგერი.
არანაკლებ მნიშვნელოვანი ნაბიჯია ცომისთვის ფორმის მიცემა. სანამ გამოსაცხობად გაგზავნით, ცოტა ხნით უნდა დატოვოთ, რომ ისევ აფუვდეს, „დაისვენოს“ ზელვისგან და „გონს მოვიდეს“.
რატომ ფუვდება ბლინები და შემდეგ ეცემა: საიდუმლო ერთ მარტივ მოქმედებაშია
როგორ აარჩიოთ სწორად ფქვილი, რომელი სახეობა რისთვის უნდა გამოიყენოთ