როგორ მოვიქცეთ დაკითხვაზე - rogor.ge

როგორ მოვიქცეთ დაკითხვაზე

 

დუმილი-ოქროა! იყავით ჩუმად, რაც შეიძლება დიდხანს. გამომძიებელთან კაბინეტში შესვლისას, სავარაუდოდ დაინახავთ სერიოზულ ძიას, რომელიც ავსებს ქაღალდებს და არ გაქცევთ ყურადღებას. არავითარ შემთხვევაში არ დაიწყოთ საუბარი პირველმა! ვინც იწყებს ლაპარაკს, ის აგებს. ეს არის ძველი КГБ-ნი ხრიკი.

 

გააკეთეთ პაუზა პასუხის წინ რაც უფრო გაწელავთ პასუხს, მით უკეთესი. პირველ რიგში, ეს შეანელებს საუბრის ტემპს, აქედან გამომდინარე დაძაბულობას. მეორე მხრივ, მოგცემთ გარკვეულ დროს დაფიქრდეთ პასუხზე.

 

არ უყუროთ თვალებში ეს არის ერთ-ერთი მთავარი წესი. თუ რათქმაუნდა, გაქვთ უზარმაზარი შინაგანი ძალა, გაუძლოთ კარგად გაწვრთნილი ადამიანის მზერას. სასურველია საუბრის დაწყების წინ ხელში აიღოთ პატარა ნივთი: კალამი,სანთებელა ან სხვა. როდესაც თქვენ ანერვიულდებით, აგიკანკალდებათ ხელები, ეს კი ცუდის ნიშანია. ასევე ნივთს თქვენს ხელში გადააქვს თანამოსაუბრის ყურადღება. სასურველია მოძრაობები იყოს რითმული და მეორდებოდეს ერთნაირი ინტერვალებით.

 

არ სთხოვოთ არავითარ შემთხვევაში არაფერი არ სთხოვოთ. მაგალითად ფრაზები "გთხოვთ მომცეთ", "თუ შეიძლება" და ა.შ. შეცვალეთ ფრაზები ამ ფორმით; "სად ავიღო", "რაზე დავწერო". იყავით თავაზიანი, მაგრამ არა დამამცირებლად.

 

არ შეშინდეთ თუ დაკითხვას გიტარებენ, ესეიგი რაღაცა სჭირდებათ თქვენგან. შეიძლება ფსიქოლოგიურ წნეხში მოჰყვეთ, შეიძლება დაგაძალონ ან შეგაშინონ. არ გამართოთ დისკუსია, უბრალოდ გაეცით პასუხი კითხვებზე.

 

საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 42. 8 "არავინ არ არის ვალდებული მისცეს თავისი ან იმ ახლობელთა საწინააღმდეგო ჩვენება, რომელთა წრეც განისაზღვრება კანონით".