როგორ მოვემზადოთ სამოგზაუროდ - rogor.ge

როგორ მოვემზადოთ სამოგზაუროდ

 

შეარჩიეთ გასაჩერებელი ადგილი შეისწავლეთ ყველაფერი თუ სად უნდა გაჩერდეთ. რასთან არის ის ახლოს და რის გვერდით. არჩეული სასტუმრო შეადარეთ სხვებს. გაიგეთ, გექნებათ თუ არა არჩეულ სასტუმროში დამატებითი მომსახურებების საშუალება, როგორიცაა უფასო საუზმე. აირჩიეთ არა მხოლოდ პოპულარული კურორტები ხოლმე, არამედ გამაჯანსაღებელი დაწესებულებები, გათვლილი ფიზიკურ აქტივობასა და კემპინგურ ბანაკებზე.

 

ჩამოყალიბდით საქმიანობაზე იმისათვის, რომ თქვენმა დასვენებამ გავლოს მხიარულად და დადებითი ემოციებით, თავიდანვე ჩამოყალიბდით თუ რისი გაკეთება გინდათ. ეს შეიძლება იყოს თუნდაც ის რითაც არასდროს დაკავებულხართ. შეგიძლიათ დაკავდეთ ექსტემალური სპორიტაც ან ესტუმროთ სხვადასხვა მუზეუმებსა და სანახაობებს, ეს იმ შემთხვევაში თუ რომელიმე ქვეყნის ისტორიითა და კულტურით ხართ დაინტერესებული.

 

დაადგინეთ გადაადგილების საშუალება და გზა თქვენთვის უფრო მნიშვნელოვანია მოგზაურობა თუ დასვენება? თუ დასვენება, მაშინ თვითმფრინავზე უკეთესი გადაადგილების საშუალება არ არსებობს. თუ მოგზაურობა, მაშინ შეეცადეთ, რომ კომბინირება მოახდინოთ ტრანსპორტების. გამოიყენეთ როგორც ავტომობილი ასევე მატარებელი და თვითმფრინავიც. ხანდახან უკეთესია ეკონომია გააკეთოთ თვითმფრინავის გზაზე და მანქანით წახვიდეთ 2 000 კილომეტრის მანძილზე, ვიდრე დახარჯოთ მეტი თანხა ჰაერით გადაადგილებაზე.

 

გზაში თან წაიღეთ ყველაფერი აუცილებელი პირველ რიგში თან იქონიეთ აუცილებლად წამლები, რომლებიც შეიძლება დაგჭირდეთ. არ დაგავიწყდეთ სათვალეები თუ არ გაქვთ ძალიან კარგი მხედველობა. მანქანით მოგზაურობისას საჭიროა რუქები და ასევე ყველა საჭირო დოკუმენტაცია და მანქანის საბუთები. ხშირად ადამიანებს ავიწყდებათ ჰიგიენისათვს საჭირო ნივთები, ნუ დაუშვებთ იგივე შეცდომას თქვენც. თან გქონდეთ ნომრები რაზეც შეძლებთ დარეკვას კრიტიკული სიტუაციის შექმნისას. ამ ინსტრუქციის შესრულება შეგაძლებინებთ, რომ დასვენება გახდეს უფრო კომფორტული, სასიამოვნო და უსაფრთხო. გისურვებთ ბედნიერ მოგზაურობასა და დასვენებას! Rent a Aar in Tbilisi