როგორ მოვუაროთ ზაზუნას
ყიდვისას არ აჩქარდეთ და კარგად შეარჩიეთ ზაზუნა. მათი მოშინაურება ძალიან ადვილია, როცა ისინი პატარები არიან. არსებობს ორი ჯიშის ზაზუნა: "ოქროს ზაზუნები" და "ციმბირული, ანუ ცეროდენა (ჯუჯა)" ზაზუნები. ოქროს ზაზუნები არის ყველანაირი ფერის, ხოლო ციმბირული სულ რამდენიმე შეფერილობისაა. ჯუჯა ზაზუნები არ იწვრთნებიან კარგად, მაგრამ ოქროს ზაზუნები შეიძლება ძალიან მარტივად მიიჩვიოთ.
სახლში მიყვანისას პირველი რაც უნდა მოიმოქმედოთ არის ის, რომ შეარჩიოთ ადგილი სადაც მოათავსებთ გალიას. ის უნდა იყოს მოშორებული სამუშაო მაგიდისგან, ასევე პირდაპირი მზის სხივებისაგან. სასურველია შეარჩიოთ ისეთი ადგილი, სადაც უმეტესად გიწევთ ყოფნა, რომ ხშირად მოინახულოთ თქვენი ახალი მეგობარი.
აჭამეთ ზაზუნების სპეციალური საჭმელი დღეში ორჯერ. ასევე, შეგიძლიათ მიცეთ მცირე რაოდენობით ხილი და ბოსტნეული. პირველ მიცემაზე მიეცით ახალი საკვები ძალიან მცირე რაოდენობით.
გალიის ძირზე დაყარეთ ნახერხები. ბუნებრივი ხის ქერქი არის საუკეთესო მათთვის.
გალიასთან ახლოს იქონიეთ წყლით სავსე ბოთლი. მოათავსეთ ისე, რომ ზაზუნას შეეძლოს წყლის დალევა გალიიდან. გაითვალისწინეთ შემდეგი რამ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დასველდეს ზაზუნა და ის ადგილი, სადაც მას სძინავს, თორემ დიდი ალბათობაა, რომ გაცივდეს და მოკვდეს.
დაუდეთ სარბენი ბორბალი გალიაში. ის ითამაშებს და ივარჯიშებს. ასევე, შეგიძლიათ შეიძინოთ სპეციალური ბურთი ზაზუნებისთვის.
გალიაში გაუკეთეთ პატარა მოსაფარებელი ყუთი, რაშიც ის შეძლებს დაძინებას. მოუწყვეთ შეძლებისდაგვარად. შეუვსეთ ის ტუალეტის ქაღალდებით ან რამე რბილით, რომ კარგად მოთავსდეს მასში. ასევე, ზოო მაღაზიებში იყიდება სპეციალური სახლებიც.
გარეცხეთ ზაზუნას გალია კვირაში ერთხელ. დროებით გადაიყვანეთ ზაზუნა სხვა დაცულ ადგილას. გარეცხვის შემდეგ კარგად გაამშრალეთ და ისე დააბრუნეთ ზაზუნა შიგნით.
არ დაბანოთ ზაზუნა. ზაზუნები კატებივით თვითონ ისუფთავებენ თავს. თუ ფიქრობთ, რომ ზაზუნას ცუდი სუნი აქვს, ეს სავარაუდოდ ჭუჭყიანი გალიის ბრალია. გაასუფთავეთ გალია უფრო ხშირად.
მოაშორეთ შეუჭმელი დარჩენილი საჭმელი 2 დღის შემდეგ. ძველ საჭმელს შეუძლია მოწამლოს თქვენი ზაზუნა.