როგორ მოამზადოთ უგემრიელესი დესერტი - Torta della nonna, რომელსაც მთელს იტალიაში აცხობენ
დაიწყეთ ნამცხვრის მომზადება საკონდიტრო ნაწარმის მომზადებით. დაფაზე ან ნებისმიერ ბრტყელ ზედაპირზე მოაყარეთ ფქვილი და შაქარი, ცენტრში მოათავსეთ კარაქი, კვერცხი, ლიმონის ცედრა და გამაფხვიერებელი. ნაზად აურიეთ, დაუმატეთ ფქვილი კიდეებიდან და მოზილეთ სქელი ელასტიკური ცომი.დააბურთავეთ, გადაახვიეთ საკვებ პარკში და შედგით მაცივარში 30 წუთით.
ამასობაში მოამზადეთ კრემი. კვერცხის გულები შეურიეთ შაქარს, დაუმატეთ სახამებელი ერთგვაროვან მასამდე. გააცხელეთ ლიმონის ცედრა ცხელ რძეში და გააჩერეთ დაახლოებით ათი წუთის განმავლობაში.
შემდეგ ამოიღეთ ცედრა, დაასხით არომატიზებული რძე კვერცხის ნარევში და მოურიეთ. მიღებული მასა ჩაასხით ქვაბში და მოხარშეთ საშუალო ცეცხლზე, მუდმივად ურიეთ ხის კოვზით, სანამ კრემი არ შესქელდება.
როცა მზად იქნება, მოათავსეთ თასში, გადააფარეთ პარკი ისე, რომ კრემთან შეხებაში იყოს და გაცივდეს. ახლა აიღეთ ცომი, გაყავით 2 ნაწილად და ფქვილმოყრილ დაფაზე გააბრტყელეთ ორ ფირფიტად. ფქვილმოყრილი პერგამენტის გამოყენებით ცომი ასწიეთ და მოათავსეთ ცხიმწასმულ ფორმაში. ჩანგლით დაჩხვლიტეთ ცომის ზედაპირი და ჩაასხით კრემი.
დააფარეთ ცომის მეორე ფირფიტა, მოაჭერით კიდეები ზედმეტი ცომის მოსაშორებლად და კიდეები ჩანგლის წვეტებით დატკეპნეთ. კედრის კაკალი გაანაწილეთ მთელ ზედაპირზე, ხელით მსუბუქად დააწექით ისე, რომ ცომის ნამცხვარს მიეკრას. გამოაცხვეთ ბებიას ნამცხვარი 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში. გამოიღეთ ღუმელიდან, გააგრილეთ, ზედაპირს მოაყარეთ შაქრიანი ვანილის პუდრი და გემრიელად მიირთვით.