როგორ მოვიქცეთ, როცა ბავშვს საბავშვო ბაღში წასვლა არ უნდა
დასაწყისისთვის, მნიშვნელოვანია მშობელს გააზრებული ჰქონდეს, რა მიზეზით იგზავნება ბავშვი ბაღში. უმეტეს შემთხვევაში, ამ ასაკის ბავშვებს ჯერ კიდევ ძალიან უჭირს დედასთან განშორების გადატანა. შესაბამისად, ადაპტაცია ხანგრძლივი და მტკივნეული პროცესია, სწორედ ეს ხდება ტირილის ერთ-ერთი მიზეზი.
არ არის საჭირო აჩქარება, ზოგჯერ დამატებით ექვსი თვე ან წელიწადი სახლში შეიძლება იყოს იდეალური გამოსავალი.
მნიშვნელოვანია ბავშვის ახალ რეჟიმთან ადაპტირება, მომზადება რაც შემდგომაში გაუმარტივებს ახალ გარემოში ინტეგრირებას.
მოუყევით პოზიტიური, სასაცილო ისტორიები თქვენი ბავშვობის შესახებ, საბავშვო ბაღთან დაკავშირებით. ამ თემაზე შეგიძლიათ წაიკითხოთ თერაპიული ზღაპრები. მნიშვნელოვანია ბავშვს მივცეთ იმის გაგება, თუ რა გარემო ელის მას ბაღში.
აქციეთ მისი მოგზაურობა საბავშვო ბაღში მნიშვნელოვან მოვლენად, რომელიც აღსანიშნავად ზრდის ახალ ეტაპს. ამავდროულად, არ დაივიწყოთ, აუხსენით რა პრივილეგიები აქვთ, მათ ვინც ბაღში დადის.
გოგონებისთვის გარეგნობა მნიშვნელოვანია. ჩააცვით ლამაზი კაბები, თმის სამაგრები, ფეხსაცმელი - მეტად თავდაჯერებულები და მონდომებულები გახდებიან მეგობრებისთვის გასაზიარებლად.
ბიჭების შემთხვევაში მათი დაინტერესება ახალი სათამაშოთი - მანქანითა თუ ცხოველებით შეიძლება. ასეთ დროს, ბავშვებს უჩნდებათ სურვილი აჩვენონ, გაუზიარონ სიარული სხვა ბავშვებსაც. ეს ერთგვარი მოტივაცია გახდება მათთვის.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პუნქტია ბავშვებს შორის პირდაპირი კომუნიკაცია. ზოგი ადვილად ეგუება ახალ გარემოს და პოულობს საერთო ენას მომავალ მეგობრებთან. სხვებისთვის ისეთ გარემოში ყოფნა, სადაც ბევრი ახალი უცხო ადამიანია, დიდი სტრესია. როდესაც გადაწყვეტთ თქვენი შვილის საბავშვო ბაღში წაყვანას, იყავით მასთან მჭიდრო კონტაქტში.
თქვენთან, მშობლებთან მჭიდრო კონტაქტი, საუბარი, თამაში თუ სხვადასხვა აქტივობები მეტად გაუმარტივებს მას საზოგადოებაში ინტეგრირებას.
ნატა ბეწუნაიძე