რა უნდა გააკეთოთ, სანამ ბავშვს ფსიქოლოგთან პირველად მიიყვანთ და როგორ უნდა შეარჩიოთ კარგი ფსიქოლოგი - rogor.ge

რა უნდა გააკეთოთ, სანამ ბავშვს ფსიქოლოგთან პირველად მიიყვანთ და როგორ უნდა შეარჩიოთ კარგი ფსიქოლოგი

რატომ სჭირდება ბავშვს ფსიქოლოგი?

ბავშვთა ფსიქოლოგი მრავალი კომპეტენციის მქონე სპეციალისტია. მისი მომსახურება გამოადგება ბავშვს არამარტო გარკვეული პრობლემების გადასაჭრაში, არამედ ახალი უნარების სწავლებასა და პიროვნული თვისებების ჩამოყალიბებაში. ბავშვთა ფსიქოლოგთან გაკვეთილები ხელს შეუწყობს ბავშვის ემოციური ინტელექტის, შემოქმედებითი უნარების, თავდაჯერებულობის განვითარებას და ასევე დაეხმარება მას,, უფრო ადვილად მოერგოს ახალ ადგილებსა და სიტუაციებს, იქნება ეს საბავშვო ბაღი თუ სკოლა.

ბავშვთა ფსიქოლოგს შეუძლია დაეხმაროს ბავშვს სტრესთან გამკლავებაში, ასწავლოს მას ემოციების ამოცნობა და გამოხატვა, დაეხმაროს რთული ცხოვრებისეული სიტუაციების გადალახვაში, როგორიცაა მშობლების განქორწინება, პრობლემები სკოლაში ან პირველი სიყვარული. ფსიქოლოგები მუშაობენ ბავშვების კვებით ქცევაზე, ბავშვის აგრესიაზე, ეხმარებიან სწავლის სირთულეების დაძლევაში და მოტივაციის ამაღლებაში.

ბავშვთა ფსიქოლოგის ფუნქციები:

ფსიქოდიაგნოსტიკა (განვითარების, მეხსიერების დონის შეფასება და ა.შ., ასევე ბავშვის ემოციური მდგომარეობის შეფასება)

ფსიქოთერაპია ბავშვებისთვისკონსულტაციები მშობლებისთვის და მთელი ოჯახისთვის. გაგრძელება