როგორ ვაქციოთ შეზღუდული სივრცე დახვეწილ ინტერიერად
დამალული სამზარეულო
სამზარეულო გარნიტური სახლში ყველაზე დიდ ადგილს იკავებს და ერთი ოთახი თუ არ აქვს გამოყოფილი, თავს იჩენს ლოგიკური შეკითხვა, როგორ განთავსდეს სამზარეულო გარნიტური ისე, რომ არც ისედაც შეზღუდული სივრცე გადატვირთოს და თავისი ფუნქციაც სრულფასოვნად შეასრულოს. ასეთ შემთხვევაში ოპტიმალური ვარიანტი მისი შენიღბვაა. ის ისე უნდა დამონტაჟდეს და განთავსდეს, რომ ზედმეტი ყურადღება არ მიიქციოს. რაც შეეხება ფასადის ფერს, ის კედლის ფერის იდენტური უნდა იყოს. ასე სამზარეულო სივრცეში გაიფანტება და აღარ იქნება თვალშისაცემი.
ბევრი სარკე
წარსულს ჩაბარდა დრო, როდესაც სარკე მხოლოდ მისი პირდაპირი დანიშნულებისამებრ გამოიყენებოდა ხოლმე. მოვიდა დრო, ამ ნივთს სხვა დატვირთვაც მივანიჭოთ, ის ხომ სივრცის გადიდების შესანიშნავი საშუალებაა. საუკეთესო ეფექტისთვის გირჩევთ სარკეების ფანჯრის მოპირდაპირედ განთავსება, რათა მან აირეკოს სინათლე და ბინა კიდევ უფრო ნათელი და დიდი გამოჩნდეს. გაგრძელება