როგორ ავარჩიოთ თუთიყუში
ფრინველის შეძენის დროს, ყურადღება მიაქციეთ მის ქცევას. ფრინველი არ უნდა იჯდეს გაბუსული. თუ სძინავს, ცალ ფეხზე უნდა იდგეს. ბუმბული არ უნდა ჰქონდეს გაბურძგნული ან დაფლეთილი. თვალები უნდა ქონდეს სუფთა და არა ცრემლნარევი. თუ თუთიყუში არ რეაგირებს არაფერზე, შესაძლოა ის ავადაა. გამყიდველმა შეიძლება გითხრათ, რომ ის ნამგზავრებია და დაღლილია, მაგრამ არ დაუჯეროთ მას. რეკომინდირებულია შეიძინოთ ახალგაზდა თუთიყუში, რაც უფრო ახალგაზდაა - მით უკეთესი. იმისათვის, რომ თუთიყუშს ასწავლოთ ლაპარაკი, სასურველია მისი ასაკი 45-60 დღე იყოს.
მამალი თუ დედალი? როგორც წესი, ზომაში მამალი თუთიყუშები გაცილებით დიდებია დედლებზე და მათ უფრო განვითარებული აქვთ ბუმბული. ტალღოვანი თუთიყუშის სქესის გაგება ყველაზე მარტივია ერთი ან ექვსი თვის ასაკში. ერთი თვის მამალ თუთიყუშს ნისკარტი მოლურჯო-მოვარდისფრო ელფერი დაჰკრავს, დედალს კი მოვარდისფრო-თეთრი. ცოტა მოზრდილი მამლის ნისკარტი ხდება ღია ლურჯი ან მოლურჯო-მოყავისფერო შეფერილობის, დედლების კი ყავისფერი. იშვიათია ფერი არ ემთხვეოდეს სქეს ან იცვლებოდეს ასაკთან ერთად.