როგორ მოვამზადოთ ბანანის და კეფირის დაბალკალორიული მაფინები
შაქარი და კვერცხი ათქვიფეთ ქაფის მიღებამდე.
ნაღების კარაქი გაადნეთ ორთქლზე.
ბანანი დააბლენდერეთ.
შეურიეთ თბილი კეფირი, გამდნარი კარაქი, კვერცხის ნარევი და ბანანის პიურე.
დაუმატეთ გამაფხვიერებელთან შერეული ფქვილი და ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
ჩაასხით ცომი ფორმებში, დატოვეთ ერთი მესამედი თავისუფალი და გამოაცხვეთ 20 წუთის განმავლობაში 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.