როგორ და როდის გადავცეთ სავიზიტო ბარათი - rogor.ge

როგორ და როდის გადავცეთ სავიზიტო ბარათი

 

გაცნობისას: ბარათების გაცვლა - თავაზიანი საქმიანობის ჟესტი, ხშირად ხდება ურთიერთობის პირველ ეტაპზე: იმის ნაცვლად, რომ დაწვრილებით მოყვე საკუთარ თავზე, უფრო სწრაფი და მარტივია გადასცე სავიზიტო ბარათი და გამგები ადამიანი, მაშინვე ხვდება ყველაფერს. მოლაპარაკებისას გადმოცემული ბარათის ჩადება ჯიბეში შეუხედავად არ არის მართებული, ჯობს წინ დაიდოთ. ეს გაგიმარტივებთ პარტნიორთან ურთიერთობას, თუ თქვენ შემთხვევით ვერ გაიგონეთ ან დაგავიწყდეთ მისი სახელი და გვარი.

 

გამომშვიდობებისას: სავიზიტო ბარათების გაცვლისას ადამიანები ამტკიცებენ ორმხრივი ურთიერთობების გაგრძელებას, გადაიტანონ საქმიან ურთიერთობებში, განიხილონ შემდგომი ურთიერთობები. ჩვეულებრივ, სავიზიტო ბარათების გაცვლით სრულდება მიღება, გამოფენა ან კონფერენცია. ამ შემთხვევაში უკვე მთავარი არ არის სახელი გვარი კომპანია თანამდებობა არამედ ბარათზე აღნიშნული საკონტაქტო კოორდინატები.

 

როგორ არ უნდა მივაწოდოთ სავიზიტო ბარათი: ნუ მოაწყობთ ამ ფორმალურობიდან ცერემონიალს. ერთ-ერთი ჩემი ნაცნობი გამომცემლობის დირექტორია - სავიზიტო ბარათის გადაცემისას დიდხანს და მონდომებით წერს თავისი მობილურს ნომერს თავისუფალ ადგილას. ეს ძლიერ ანერვიულებს მოსაუბრეს, რომელმაც დიდიხანია ამოიღო თავისი სავიზიტო ბარათი და უჭირავს იგი მოთმინების ზღვარზე, როდის შეძლებს და მოიშორებს მას. საუბარი დასრულებულია, მოლაპარაკებაც შედგა უკვე დროა გამომშვიდობების, აქ კი ესეთი ოკაზია. ჯობია წინასწარვე ვიზრუნოთ იმაზე, რომ ყველა სახის ინფორმაცია სავიზიტო ბარათზე იყოს მოთავსებული. შეუკვეთეთ ორი სახის სავიზიტო ბარათი. 1) სადაც თქვენი მობილურის ნომერი წერია. 2) სადაც არ წერია, თუ თქვენ არ გინდათ ესეთი ინტიმური დეტალები გაანდოთ ყველას. მაგრამ კალმით დაწერა ტიპოგრაფიულ საბუთზე ცუდი ტონია(მანერაა).