როგორ მოძებნოთ სასურველი ნივთი Taobao-ზე ფოტოთი
ჩამოტვირთეთ და დააინსტალირეთ Taobao-ს აპლიკაცია
დაიწყეთ Taobao-ს აპლიკაციის დაყენებით თქვენს მობილურ მოწყობილობაზე. ის ხელმისაწვდომია როგორც Google Playstore-ზე, ასევე Apple Store-ზე Android და IOS მომხმარებლებისთვის.
დააკლიკეთ კამერის ხატულას მთავარ გვერდზე
მას შემდეგ, რაც Taobao-ს აპი დაინსტალირდება, გადადით მთავარ გვერდზე. თქვენ შეამჩნევთ ზედა მხარეს საძიებო ზოლს. დააწკაპუნეთ კამერის ხატულაზე მარჯვენა კუთხეში.
გადაიღეთ სურათი ან ატვირთეთ სურათი თქვენი ალბომიდან
კამერის ხატულაზე დაწკაპუნების შემდეგ გადაიღეთ სურათი ან ატვირთეთ სურათი თქვენი ალბომებიდან. შემდეგ დააწკაპუნეთ საძიებო ზოლის ნარინჯისფერ ნაწილზე ძიების დასაწყებად.
შეადარეთ სურათების ძიების შედეგები
ძიების დასრულების შემდეგ, აპლიკაცია ამოაგდებს ძიების სხვადასხვა შედეგს, რომლებიც ემთხვევა თქვენ მიერ ატვირთულ სურათს. გადახედეთ მათ და შეადარეთ ისინი თქვენს თავდაპირველ სურათს, რათა ნახოთ, შეგიძლიათ თუ არა ზუსტად იპოვოთ ის, რაც გჭირდებათ.
წყარო: bestfulfill.com