როგორ მოვაშოროთ ტაფას ღრმად ჩამჯდარი ცხიმის ლაქები - rogor.ge

როგორ მოვაშოროთ ტაფას ღრმად ჩამჯდარი ცხიმის ლაქები

სარეცხი საშუალება და მარილი

ეს მეთოდი საკმაოდ ეფექტურია განსაკუთრებით იმ უსიამოვნო ცხიმიანი ლაქებისთვის, რომელთა მოშორებაც შეუძლებელია. დაასხით სარეცხის საშუალება ტაფაზე, დარწმუნდით, რომ ზედაპირი მთლიანად მშრალია, რადგან წყალმა შეიძლება შეაფერხოს გაწმენდის პროცესი. თანაბრად დაადეთ მარილის ფენა. მშრალი ღრუბლის ან ქსოვილის გამოყენებით, მოაშორეთ ცხიმი ძალისხმევის გარეშე.

საპონი და ფოლადის ღრუბელი

ზოგჯერ უნებლიედ ვტოვებთ ტაფას გაურეცხავად დიდი ხნის განმავლობაში, რაც იწვევს ცხიმის გამკვრივებას და ჯიუტად შეწებებას. გააცხელეთ ტაფა გაზქურაზე, რომ გამაგრებული ცხიმი დარბილდეს. როგორც კი გაცხელდება, გამორთეთ ცეცხლი და წაუსვით მცირე რაოდენობით საპონი გახურებულ, ცხიმიან ადგილას. ფრთხილად გახეხეთ ადგილი ფოლადის ღრუბლის გამოყენებით, საჭიროებისამებრ გაიმეორეთ ეს პროცესი რამდენჯერმე, სანამ ტაფა არ დაიბრუნებს თავდაპირველ მდგომარეობას.

ნატა ბეწუნაიძე