6 ზოდიაქოს ნიშანი, რომელსაც სასიყვარულო ცვლილებები ელის 15 სექტემბერს - rogor.ge

6 ზოდიაქოს ნიშანი, რომელსაც სასიყვარულო ცვლილებები ელის 15 სექტემბერს

ქალწული

თქვენს ნიშანში ახალი მთვარე მოგცემთ ენერგიას, რომ ააწყოთ თქვენი პირადი ცხოვრება თქვენი წესების მიხედვით! თქვენ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ურთიერთობაში თქვენი კეთილდღეობისა და კომფორტის გასაუმჯობესებლად. იუპიტერი, თქვენი ურთიერთობების სექტორის მმართველი, ისევე როგორც უძრავი ქონების სექტორის მმართველი, ხელს შეუწყობს საბინაო საკითხის გადაწყვეტას. შესაძლოა ახალ ბინაში გადახვიდეთ, რემონტზე იფიქროთ, ან თქვენი პარტნიორი ერთად ცხოვრებას შემოგთავაზებთ.

თევზი

ახალმთვარეობა არის ახალი სიყვარულის, გაცნობის დასაწყისი, ან საპირისპირო სქესის მხრიდან თქვენ იგრძნობთ დიდ ინტერესს. ასევე, სავარაუდოა, რომ პარტნიორი წინადადებას შემოგთავაზებთ, რაც შესაძლოა მოგზაურობას უკავშირდებოდეს.

ტყუპები

ახალი მთვარე თქვენს საბინაო სექტორში სიახლეებს მოგიტანთ. თქვენ და თქვენმა პარტნიორმა შეგიძლიათ გადაწყვიტოთ მიწის ყიდვა სხვა ქვეყანაში, ან (თუ თქვენი პარტნიორი საზღვარგარეთ არის) გადახვალთ მასთან ერთად. ასევე, შეგიძლიათ დაამყაროთ ურთიერთობა მამაკაცთან, რომელიც დაკავშირებულია ფსიქოლოგიასთან, მედიცინასთან, ან არის ფინანსების სპეციალისტი (მუშაობს საგადასახადო ან სადაზღვევო კომპანიაში).

მორიელი

15 სექტემბერს შეიძლება დაიწყოთ რომანი ერთ-ერთ კოლეგასთან, მეგობართან ან დიდი ხნის ნაცნობთან. საინტერესოა, რომ პლუტონი იქნება მოგზაურობის სექტორში, ამიტომ შესაძლოა შესამჩნევი პროგრესი გქონდეთ არსებულ ურთიერთობებში. მაგალითად, გადაადგილებასთან დაკავშირებული.

კურო

ახალი მთვარე ხვდება თქვენს სასიყვარულო სექტორში და იუპიტერი და ურანი თქვენს პირველ სახლში, შეიძლება უბრალოდ ახალი სიყვარულის ისტორიის ინიციატორი გახდეთ. სავარაუდოდ, ურთიერთობაში გარკვეული ვალდებულებისგან გათავისუფლდებით.

თხის რქა

ახალი მთვარე თქვენი მოგზაურობის სექტორშია, ხოლო იუპიტერი და ურანი სასიყვარულო სექტორში. შეიძლება თქვენი პარტნიორი გახდეს უფრო აქტიური. დიდი ალბათობით, ის შემოგთავაზებთ ერთად ცხოვრების დაწყებას ან სამოგზაუროდ წასვლას. ასევე, მათთვის, ვინც მარტოხელაა, არის შანსი შეხვდეს თავის მამაკაცს სასწავლო კურსებზე, მოგზაურობაში ან საერთაშორისო დოკუმენტების დამუშავებისას.