რა არის ორი წუთის წესი და როგორ გეხმარებათ იყოთ მეტად პროდუქტიულები - rogor.ge

რა არის ორი წუთის წესი და როგორ გეხმარებათ იყოთ მეტად პროდუქტიულები

მთავარი იდეა, რაიმეს კეთების პროცესის მაქსიმალურად გამარტივებაა. იქნება ეს წიგნის კითხვა, სპორტული აქტივობები თუ მედიტაციით დაკავება. ეს არის ერთგვარი სამუშაო სტრატეგია, რომელიც დაწყებული პროცესის მარტივად გაგრძელებაში დაგეხმარებათ. მთავარია ორ წუთამდე არ დანებდეთ. ეს იქნება ერთგვარი გზა, რომელიც სასურველ შედეგამდე მიგიყვანთ. ამისთვის საჭიროა დაწეროთ თქვენი მიზნები თუ სურვილები. დაიწყოთ მარტივად შესასრულებლებით და შემდგომ, ეტაპობრივად გაართულოთ. მაგალითად: თუ მარათონისთვის გასაბენი გაქვთ 5 კილომეტრი და გიჭირთ ამ მანძილის დაფარვა, დასაწყისთის სცადეთ 10 000 ნაბიჯის გავლა, შედეგი დღითიდღე გაუმჯობესეთ. ეს ტექნიკაც ერთგვარი ორი წუთის წესია.

რატომ მუშაობს ორი წუთის წესი?

ადამიანებს ხშირად ჰგონიათ, რომ უცნაურია იყო ბედნიერი ერთი გვერდის წაკითხვით, ერთი წუთით მედიტაციის ან კლიენტთან ერთი ზარის გამო. მაგრამ სინამდვილეში, ამ წესის მთავარი მიზანი არ არის ერთი რამის გაკეთება, არამედ თანმიმდევრულობის სწავლა. სანამ მის გაუმჯობესებას შეძლებთ, ჩვევა უნდა გახდეს თქვენი ცხოვრების ნაწილი. მას შემდეგ რაც ყოველდღიურად დაიწყებთ რაიმეს კეთებას, გაცილებით გაგიადვილდებათ მცირე დეტალების სწავლა. როგორც კი ისწავლით თანმიმდევრულობას, ეს 2 წუთი გახდება რიტუალი. გზა, ბევრად უფრო დიდი ამოცანის წინაშე. 2 წუთიანი წესი არ არის უბრალოდ ლაიფ ჰაკი, რომელიც საშუალებას მოგცემთ დანერგოთ ჯანსაღი ჩვევები თქვენს ცხოვრებაში.

როდის უნდა გამოვიყენოთ ორი წუთის წესი ?

რა თქმა უნდა მაშინ, როცა საჭიროა. დევიდ ალენის მიერ შემოთავაზებული უნივერსალური პრინციპი ასეთია: თუ თქვენ წინაშე დგას მოსაგვარებელი საკითხი, პირველ რიგში დააზუსტეთ, საჭიროა თუ არა მისი საერთოდ შესრულება ახლა. თუ საჭიროა - სჭირდება თუ არა მის შესრულებას 2 წუთზე ნაკლები? თუ კი - შეასრულეთ ახლავე. თუ არა - გადადეთ. ყველა იმ საქმის გადაუდებლად შესრულებას, რომელსაც 2 წუთზე ნაკლები დრო სჭირდება, შეუძლია შესანიშნავი შედეგების მოტანა, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც საქმეების მუდმივად გადადების ან ყველაფრის ერთდროულად კეთების სურვილი აქვს.

ნატა ბეწუნაიძე