როგორ შევამციროთ საწვავის ხარჯი (10 რჩევა Volkswagen-ისგან)
მოერიდეთ ავტომობილით მოკლე მანძილზე გადაადგილებას Volkswagen გირჩევთ წინასწარ დაგეგმოთ მოძრაობის მარშრუტი - სხვადასხვა ობიექტზე მისასვლელად შეეცადეთ გაიაროთ სწორხაზოვნად ან საერთოდ თავი შეიკავეთ მოკლე მანძილზე ავტომობილით გადაადგილებისაგან. მცირე დროის განმავლობაში მუშაობის დროს ძრავი ძლივს ახერხებს სამუშაო ტემპერატურაზე და წვის საშუალო მაჩვენებელზე გადასვლას, მაშინ როცა კვლავ აღმოჩნდება სადგომზე და ძრავა კვლავ ცივდება. 0 გრადუსზე დაბალი ტემპერატურისას პირველი კილომეტრების გავლისას საწვავის ხარჯი შეიძლება ავიდეს მაჩვენებელზე - 30 ლიტრი 100 კილომეტრზე.
ყურადღება მიაქციეთ წნევას საბურავებში იმ შემთხვევაში, თუ საბურავის საფარი ნორმაზე 0,2 ბარით დაბალია, საწვავის წვა იზრდება 1%-ით. Volkswagen გირჩევთ აკონტროლოთ წნევის დონე საბურავებში და დააყენოთ ის მწარმოებლის მიერ დადგენილ მაჩვენებელზე - მაქსიმალური დატვირთვის მქონე მდგომარეობისათვის. Volkswagen-ის მიერ წარმოებულ ავტომობილებს ინფორმაცია ამ მაჩვენებლის შესახებ დატანილი აქვს საწვავის ავზის მილის ჩამკეტის უკანა მხარეზე. Volkswagen გირჩევთ შეარჩიოთ საბურავები, რომლებიც უზრუნველყოფს მაქსიმალურ მდგრადობას და მინიმალურ ვიბრაციას, რაც დაგეხმარებათ საწვავის ხარჯის 3%-ით შემცირებაში.