როგორ მოვამზადოთ მწვანე "ვარენიკები"
ჯერ შიგთავსით დავიწყოთ. დაჭრილი ხახვი შეწვით ტაფაზე, სანამ არ გახდება ოქროსფერი. შემდეგ დაამატეთ დაჭრილი მწვანე ხახვი, ნიორი, ისპანახის ფოთლები და სანელებლები. შეწვით დაახლოებით 2-3 წუთის განმავლობაში. დატოვეთ თავდახურული გაციებამდე.
მოამზადეთ ცომი. ჯერ წვენი უნდა გამოწუროთ. აიღეთ ისპანახი, დაჭერით რბილობი და გამოწურეთ წვენი საცერში ან საწურში. რაც მეტი წვენია, მით უფრო ხასხასაა ცომის ფერი.
ფქვილს დაუმატეთ ცოტა მარილი. შეურიეთ მას მცენარეული ზეთი და ისპანახის წვენი. დაამატეთ წყალი და მოზილეთ რბილი ცომი. გააჩერეთ 30 წუთის განმავლობაში პირსახოცის ქვეშ.
ახლა გააბრტყელეთ ცომი. ჭიქის გამოყენებით დაჭერით წრეები მომავალი პელმენებისთვის. დადეთ შუაში შიგთავსი და გადაკეცეთ. მოახვიეთ ვარენიკები.
მოხარშულ ვარენიკებს დაადეთ ცოტა კარაქი და შეგიძლიათ მოაყაროთ მწვანილიც.