როგორი თამაში უყვართ და რა სიამოვნებთ ჩვილებს ყველაზე ადრეულ ასაკში
დედის სახის ყურება
როდესაც ახალშობილს არ სძინავს და არ ჭამს, მას ძალიან აინტერესებს დედის ან მამის სახე - ის, ვისაც ხელში უჭირავს ან მის გვერდით არის. ამას თავისი მიზეზი აქვს: ახალშობილის თვალები საუკეთესოდ ფოკუსირებულია 20-დან 40 სმ დისტანციამდე, რაც იმას ნიშნავს, რომ ის კარგად დაგინახავთ მხოლოდ მაშინ, როცა ძალიან ახლოს ხართ.
"თვალებით კონტაქტი ძალიან მნიშვნელოვანია თვითგადარჩენისთვის. ამის გამო ტვინი ასეთი სიფრთხილით ამუშავებს არავერბალურ ინფორმაციას - ადამიანის მზერას და მიმიკას. დაახლოებით ორი თვის ასაკში ბავშვს შეუძლია დედის სახის ამოცნობა და იწყებს ღიმილით პასუხს“, - ამბობს პედიატრი ტანია რუმერ ალტმანი, მედიცინის დოქტორი და აღზრდის შესახებ წიგნების ავტორი.
ჩვილები პირველად სახეს გარეგანი მახასიათებლების საფუძველზე ცნობენ, როგორიცაა თმა, ნიკაპი ან თავის ფორმა. ასაკის მატებასთან ერთად ისინი საყვარელ ადამიანს სახის ნაკვთებით განასხვავებენ.
უყვართ წითელი
ბავშვს ფერების გარჩევის უნარი დაახლოებით 3 თვის ასაკიდან ეწყება. წითელი მისი ფავორიტი ფერია. ის მას სხვებზე უკეთ ცნობს.
ახალშობილი საერთოდ არ ხედავს ფერს, აქედან გამომდინარეობს მისი ადრეული გატაცება შავ-თეთრი ფიგურები და სათამაშოებია. 4 თვის შემდეგ კი მისი გარემომცველი სამყარო ფერადდება. „პატარა ბავშვები მხოლოდ კაშკაშა ფერებს ხედავენ: წითელს, მწვანეს, ლურჯს და ყვითელს“, - ამბობს ელიოტი. ამიტომ სასურველია სათამაშოების ყიდვა და ბაგა-ბაღის ინტერიერის მოწყობა ფერთა ამ დიაპაზონში მოხდეს და არა ღია პასტელის ფერებში. სხვათა შორის, უფროსი ბავშვები, თუ არჩევანის საშუალება აქვთ, როგორც წესი, კაშკაშა ფერებს უფრო ირჩევენ, ვიდრე მკრთალს. გაგრძელება