მერკური რეტროგრადულია 15 სექტემბრამდე: როგორ გადავიტანოთ რთული პერიოდი
თითქოს ცხოვრება ადამიანზე და მის ქმედებებზე კი არ არის დამოკიდებული, არამედ ამ პლანეტების განლაგებაზე. მაგრამ ეს პერიოდი მიზნად მხოლოდ გაუმჯობესებას და შინაგანი მიმოქცევების დარეგულირებას ისახავს, გრძნობების, ფიქრებისა და დამოკიდებულებების გაანალიზებას. გაითვალისწინეთ თქვენი სისუსტეები და აქციეთ ისინი თქვენ ძალად.
მერკური პასუხისმგებელია ჩვენს მეტყველებაზე, აზროვნებაზე. შესაბამისად ყურადღებაც სწორედ მათზე უნდა გავამახვილოთ.
აუცილებლად დააკვირდით თქვენს აზრებს: სად მიჰყავთ ისინი, რომელი მათგანი ჩნდება ხშირად ყურადღების ცენტრში, რა გინდათ სინამდვილეში და რა არის შორს მიმავალი და დაწესებული.
აუცილებლად დააკვირდით მეტყველებას: როგორ ურთიერთობთ საყვარელ ადამიანებთან, რის უფლებას აძლევთ საკუთარ თავს სრულიად უცხო ადამიანებთან მიმართებაში.
ასეთ პერიოდში ბევრს უჭირს შესწავლა და ახალი ინფორმაცია. სჯობს ძველ საქმეებს გაუმკლავდეთ, ახალი კი სექტემბრის შუა რიცხვებამდე გადადოთ.
შეგახსენებთ, რომ 4 სექტემბრამდე ჩვენთან არის რეტროგრადული ვენერა, რომელიც პასუხისმგებელია ურთიერთობებზე.
უმჯობესია არ დაიწყოთ ახალი ურთიერთობები, ყველაფერი ცივი გონებით განსაჯოთ და სამყაროზე ვარდისფერი სათვალეებით ყურება მოგვიანებით განაგრძოთ.
ეცადეთ არ იყოთ სევდიანები, მაშინაც კი თუ რაიმე სირთულეს გადაწყდებით. თუ რაიმე დაიწყებს ნგრევას, ესეც კი დიდი კმაყოფილებით გაუშვით თქვენი ცხოვრებიდან. თითქოს ეს სრულიად ბუნებრივი პროცესია და ასეც უნდა მომხდარიყო.
ნუ შეუშინდებით წინაღობებს, ეს კარგი დროა ზრდისთვის და საკუთარი თავისადმი სიყვარულის გასაძლიერებლად!
რა არ უნდა გავაკეთოთ:
ტყუილი - უპირველს ყოვლისა საკუთარ თავთან, გქონდეთ სუფთა და გულწრფელი დამოკიდებულებები.
ადამიანებზე თავდასხმა - თუ თქვენში ვინმე იწვევს ნეგატივს, იმის მაგივრად, რომ მათთან კონფლიქტში შეხვიდეთ, მეტად სასარგებლოა გააცნობიეროთ თუ რა არის ამის გამომწვევი მიზეზი და რატომ გრძნობთ თავს ასე. რატომ ატეხთ თქვენს რისხვას გარშემომყოფებს?
ეცადეთ ნაკლები იჭორაოთ - მნიშვნელოვანია სიტყვა და მისი ძალა, ის თუ რას ვამბობთ სხვაზე ავტომატურად აისახება ჩვენზეც. ამის გაწმენდა არ ხდება, და ამით თქვენ უფრო და უფრო ეხვევით ნეგატივის ქარცეცხლში.
ის რაც უნდა გაითვალისწინოთ:
მიხედეთ თქვენს საქმეებს - განსაზღვრეთ თქვენი ძალები, გაიგეთ რა გავსებთ სინამდვილეში დადებითი ენერგიებით.
განავითარეთ იუმორი და კომუნიკაციის გრძნობა - ეს არის ნებისმიერი ადეკვატური ადამიანის მნიშვნელოვანი უნარები, რომელსაც სურს იცხოვროს ბედნიერად და მშვიდად.
ასეთ პერიოდში მნიშვნელოვანია იკითხოთ წიგნები, უყუროთ საინტერესო ფილმებს და უსმინოთ გემოვნებიან მუსიკას. ყოველივე ამით გააუმჯობესებთ შინაგან მეს.
მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია გაიგოთ ბევი უარყოფითი ინფორმაცია, როგორი მიმღებლობა გექნებათ ამასთან დაკავშირებით ძალიან დაეხმარება შემდგომში თქვენს წამოწყებლ საქმეებს.
ავარჯიშეთ თქვენი მეხსიერება - თუ თქვენ გაქვთ ნეგატიური მოგონებები ეცადეთ მათი ფურცელზე გადატანა, განთავისუფლდით ნეგატივისგან. ეცადეთ ის დატვირთოთ დადებითი მოგონებებით, სურვილებითა და ფიქრებით.
აკონტროლოთ და განთავისუფლდეთ სიამაყისა და ნარცისიზმის შეტევებისაგან - ეცადეთ ყველა ასეთ მომენტში საკუთარ თავს და თქვენს გარშემო არსებულ გარემოებებს ობიექტურად შეხედოთ.
ყველაფერი თქვენს სასიკეთოდ თუ გინდათ რომ მოხდეს ის თქვენს უშუალო მონაწილეობას და დადებით ენერგიას მოითხოვს.
ნატა ბეწუნაიძე