6 სუპერ საკვები, რომელსაც შეუძლია თქვენი სიცოცხლის გახანგრძლივება - rogor.ge

6 სუპერ საკვები, რომელსაც შეუძლია თქვენი სიცოცხლის გახანგრძლივება

ჟოლო

ჟოლო შეიცავს მცენარეული პიგმენტის დიდ დოზას, რომელიც მონაწილეობს ინსულინის წარმოებაში და ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის კონტროლს.

მწვანე ჩაი

დღეში ერთი ფინჯანი მწვანე ჩაი ამცირებს მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარების რისკს, აძლევს სხეულს ენერგიას და აუმჯობესებს განწყობას.

სტაფილო

ამ კაშკაშა ნარინჯისფერ ბოსტნეულში არსებული კაროტინი ხელს უწყობს კანის კიბოს წინააღმდეგ ბრძოლას. მიკრო და მაკრო ელემენტებიდან სტაფილო შეიცავს კალიუმს, კალციუმს, ფოსფორს, სპილენძს, ქრომს, თუთიას, ფტორს და რკინას.

მარცვლეული

დღეში მხოლოდ 30 გრამი მარცვლეულის მიღება ხელს უშლის ფილტვის კიბოს განვითარებას. მარცვლეული ასევე არის ბოჭკოების, ცილების და ნახშირწყლების ერთ-ერთი საუკეთესო წყარო, როგორც ჯანსაღი დიეტის ნაწილი.

ისპანახი

ისპანახი შეიცავს ვიტამინების წარმოუდგენელ რაოდენობას: C, A, B1, B2, B6, PP, P, E, D2, K. ის მდიდარია მინერალებით, როგორიცაა რკინა, კალიუმი, თუთია, მაგნიუმი, კალციუმი, ფიტონუტრიენტები, რომლებიც ხელს უწყობენ ორგანიზმის ჭარბი ქოლესტერინისგან გათავისუფლებას. თუ გსურთ იმუნური სისტემის გაძლიერება და გულის დაავადებების თავიდან აცილება, აუცილებლად შეიტანეთ ისპანახი თქვენს დიეტაში.

ნიორი

ნიორი არის შესანიშნავი იმუნიტეტის გამაძლიერებელი საშუალება, ასევე შეუძლია კიბოს პროფილაქტიკა. ის შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც აფერხებენ ბაქტერიების, ვირუსების და სოკოების ზრდას და ასტიმულირებენ დამცავი მიკროორგანიზმების გამრავლებას. ნივრის ეს თვისება ასევე ეხმარება მას ნაწლავების პარაზიტებთან ბრძოლაში.