როგორ გავაუმჯობესოთ ემოციური ინტელექტი - 8 ყოველდღიური ჩვევა - rogor.ge

როგორ გავაუმჯობესოთ ემოციური ინტელექტი - 8 ყოველდღიური ჩვევა

აჩვენეთ ემოციები მცირედი დაგვიანებით

ზოგჯერ გადაჭარბებულად ვრეაგირებთ სიტუაციაზე და მერე ვნანობთ. ან, ხანდახან, დაუფიქრებლად ვამბობთ რაღაცას, რისი დაბრუნებაც გვსურს. არ აქვს მნიშვნელობა ასეთი იმპულსური რეაქციები გახასიათებთ თუ არა, ემოციების გამოვლენის შეფერხება ერთნაირად მომგებიანია ყველასთვის. სცადეთ დათვალოთ 10-მდე იმპულსური გადაწყვეტილებების მიღებამდე.

აწარმოეთ დღიური

თქვენი აზრებისა და გრძნობების ჩაწერა ძალიან სასარგებლოა თქვენი ემოციური ინტელექტის გასაძლიერებლად. დღიურის შენახვა დადებითად მოქმედებს შემოქმედებითობაზე და ინტროსპექტივის უნარზე. დადგენილი წესები არ არსებობს, მაგრამ უმჯობესია ჩანაწერების გაკეთება ყოველდღე, რათა ეს ჩვევად იქცეს. ემოციური ინტელექტის განვითარებისთვის ღირს სამი ტიპის ჩანაწერების გაკეთება:

  • საკუთარი თავის და თქვენი გრძნობების შესახებ ამ მომენტში;
  • იმის შესახებ, თუ რა გაიგეთ თქვენი გრძნობების შესახებ დღის განმავლობაში;
  • რომელ ჩვევაზე გსურთ ყურადღება გაამახვილოთ ემოციური ინტელექტის განვითარების დროს.

მთავარია დაიწყოთ და გააგრძელოთ რეგულარულად. თქვენ არ გჭირდებათ რვეულის გამოყენება, შენიშვნები თქვენს ტელეფონში ჩაინიშნეთ, ან თუნდაც მოკლე აუდიოჩანაწერები გამოდგება. ყოველთვიურად ხელახლა წაიკითხეთ (ან მოუსმინეთ) დღიურს. ეს დაგეხმარებათ გააანალიზოთ თქვენი გრძნობები და გაიგოთ, პროგრესირებთ თუ არა ემოციური ინტელექტის განვითარებაში.

მედიტაცია

მედიტაცია ხელს უწყობს ტვინში ახალი ნერვული კავშირების დამყარებას, რაც ეხმარება გაუმკლავდეს სტრესს და ემოციურ აფეთქებებს. ის განსაკუთრებით ეხმარება მამაკაცებს, რომლებსაც უჭირთ გრძნობების გამოხატვა. მედიტაციური პრაქტიკა საშუალებას გაძლევთ თავი დაანებოთ ტრადიციულ გენდერულ სტერეოტიპებს და კონსტრუქციულად იმოქმედოთ თქვენს ემოციურ მხარესთან.

გააკეთეთ იოგა

იოგა გასწავლით იგრძნოთ საკუთარი თავი და თქვენი სხეული აწმყოში, ასევე მოუსმინოთ შეგრძნებებს. ეს ყველაფერი ხელს უწყობს თქვენი ემოციების უკეთ ამოცნობას, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდებით განვითარებული ეცმოიური ინტელექტის ჩამოყალიბებას.

გარდა ამისა, ჩვენი სხეული დახვეწილად აანალიზებს რას ვგრძნობთ და ზოგჯერ ჩვენზე სწრაფად რეაგირებს კიდეც. იოგა ააშენებს „ხიდს“, თუ როგორ გვესმის ჩვენი ემოციები და როგორ რეაგირებს ჩვენი სხეული მათზე. ამიტომ ივარჯიშეთ დღეში მინიმუმ 15 წუთის განმავლობაში.

ყურადღება მიაქციეთ კოგნიტურ დამახინჯებებს

ემოციებს ხშირად არასწორი მიმართულებით მივყავართ. ეს ყველაფერი ჩვენს გონებაში არსებული „ბრმა წერტილების“ გამო, რომელსაც კოგნიტურ დამახინჯებას უწოდებენ. ეს არის სისტემატური და სრულიად ირაციონალური აზროვნების ნიმუშები, რომლებსაც ყოველდღიურად ვაწყდებით. ეს ყველაფერი სახიფათოა, რადგან შესაძლოა არასწორი გადაწყვეტილებები მიიღოთ პროფესიულ და პირად ცხოვრებაში. მათი გავლენის შესუსტებისთვის, თქვენ უნდა გაარკვიოთ, რომელი აზროვნების ნიმუშებია თქვენთვის დამახასიათებელი. შესაძლოა, საკუთარ თავს ხშირად ეუბნებით: „არასოდეს მივაღწევ“. ეს არის კოგნიტური დამახინჯების მთავარი მაგალითი, რომელიც ღრმად არის ჩაბეჭდილი თავში. შეიმუშავეთ ყოველდღიური რიტუალი, რომელიც დაგეხმარებათ შაბლონის „გატეხვაში“. მაგალითად, ყოველ დღე სახლიდან გასვლამდე ჩაიხედეთ სარკეში და უთხარით საკუთარ თავს : „დღეს აუცილებლად მივაღწევ წარმატებას“. დროთა განმავლობაში საბოლოოდ გათავისუფლდებით ნეგატიური შემეცნებითი დამახინჯებისგან.

გააანალიზეთ ურთიერთობა სხვებთან

პირველი ხუთი ჩვევა გაიძულებთ საკუთარ თავში ჩაიხედოთ, მაგრამ არ უნდა დაივიწყოთ სხვებთან ურთიერთობა. როგორც კი ამოიცნობთ თქვენს კოგნიტურ დამახინჯებებს, გაგიკვირდებათ, თუ რამდენი მათგანია დაკავშირებული ნათესავებთან, მეგობრებთან, კოლეგებთან ან ზოგადად სხვა ადამიანებთან. თქვენი ემოციების უკეთ გასაგებად, გააანალიზეთ თქვენი ურთიერთობა სხვებთან. ეს დაგეხმარებათ შექმნათ ეფექტური კომუნიკაციის გეგმა მომავლისთვის.

გახდით აქტიური მსმენელი

ემოციური ინტელექტი შეუძლებელია მოსმენის უნარის გარეშე განვითარდეს. ეცადეთ საუბრის დროს გახდეთ აქტიური მსმენელი – დასვით კითხვები და გაანალიზეთ პასუხები, არ დაელოდოთ საუბრისას თქვენს რიგს. ეს უნარი დიდად დაგვეხმარება კონფლიქტების მოგვარებაში – ისწავლით თანამოსაუბრის პრეტენზიების გაგებას, პრობლემის ამოცნობას და სწორი გამოსავლის პოვნას.

შეცვალეთ თქვენი კომუნიკაციის სტილი

შეეცადეთ გამოიყენოთ უფრო თავდაჯერებული კომუნიკაციის სტილი. აქ მნიშვნელოვანია ბალანსის დაცვა, რათა არ იყოთ ძალიან აგრესიული. იყავით მკაფიო თქვენს მოსაზრებებში და ისაუბრეთ თქვენს გრძნობებსა და ემოციებზე - ეს წაახალისებს სხვებს, რომ იყვნენ თქვენთან გულწრფელები.