5 მნიშვნელოვანი რამ, რაც მარტოობამ შეიძლება გასწავლოთ - როგორ დავძლიოთ შიშები - rogor.ge

5 მნიშვნელოვანი რამ, რაც მარტოობამ შეიძლება გასწავლოთ - როგორ დავძლიოთ შიშები

უკეთ გაიაზრეთ ყველაფერი საკუთარი თავის შესახებ და დაინახეთ, რას აფასებთ სინამდვილეში

როდესაც პარტნიორთან ან მეგობრებთან ერთად ხართ, თქვენი აზრების, ემოციების და მოქმედებების უმეტესობა მიმართულია ურთიერთობის შენარჩუნებისკენ. საერთო გეგმებს აწყობთ და მთლიანობაში ორივეს ინტერესებზე ფიქრობთ. ასეთ სიტუაციაში თქვენ არ შეგიძლიათ ყურადღება მიაქციოთ საკუთარ პრიორიტეტებს და შეამჩნიოთ განსხვავებები. ზოგჯერ უბრალოდ არ გაქვთ საკმარისი დრო თქვენი აზრების მოსასმენად, ემოციებში ჩაძირვისთვის და იმის გასაგებად, თუ რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი ცხოვრების ამ ეტაპზე, როგორც ურთიერთობებში, ისე ზოგადად ცხოვრებაში. შეგიძლიათ გადახედოთ ცხოვრების პრიორიტეტებს. ღირს მარტოობაში ყოფნა საკუთარი თავის მოსასმენად, რათა უკეთ გაიგოთ, რა გსურთ ცხოვრებისგან და ურთიერთობებისგან მომავალში.

ააშენეთ ცხოვრება ისე, როგორც თქვენ მოგწონთ

წყვილის ცხოვრება ხშირად ეფუძნება კომპრომისებს: პარტნიორები ამზადებენ კერძებს, რომლებიც ორივეს მოსწონს, უსმენენ მუსიკას, რომელიც არც ერთს არ აღიზიანებს. ეცადეთ, განახორციელოთ ცვლილებები, შაბათ-კვირას დილით ჩართეთ მძიმე როკი ან თქვენი საყვარელი მუსიკა და არ შეგეშინდეთ ვინმეს გაღვიძების. ან პირიქით - დაიძინეთ თითქმის შუადღემდე და შემდეგ წადით უახლოეს კაფეში. ან იქნებ მოამზადოთ უგემრიელესი ჩიზქეიქები , რომლებიც ძალიან დიდი ხანია არ გაგიკეთებიათ, რადგან პარტნიორი ხაჭოს ვერ იტანდა. ღირს თქვენი სურვილების და სხეულის სიგნალების მოსმენა. გაიგეთ, როგორ მოაწყოთ ცხოვრება ისე, რომ თავი კომფორტულად იგრძნოთ. შესაძლოა აღმოაჩინოთ საჭიროებები, რომელთა შესახებაც ადრე არ იცოდით. ან უბრალოდ დიდი ხნის დავიწყებული გქონდათ. მარტოობა შესანიშნავი დროა საკუთარ თავზე ზრუნვისთვის.

ივარჯიშეთ გონებამახვილობაში

ხშირად მარტოობის მდგომარეობაში ჩნდება სიცარიელის განცდა. შემდეგ კი ბნელი ფიქრები მოდის. გონებაში ჩნდება დიდი ხნის დავიწყებული გამოცდილება, ჩნდება ძველი დიალოგების ფრაგმენტები, იხსენებთ წყენას და ტრამვებს. ეს პროცესი ალბათ ყველასთვის ნაცნობია, ვინც მარტო დარჩა. ასეთ ვითარებაში არ უნდა ეცადოთ ამ შინაგანი ხმის ჩახშობას გარედან რაღაცით - სერიებით, სოციალური ქსელებით, ალკოჰოლით. უმჯობესია, ემოციების დალაგება სცადოთ, გადარჩეთ და ძველი წყენა გაუშვათ. მედიტაცია და გონების სხვადასხვაგვარი პრაქტიკა დაგეხმარებათ ამაში. მაგრამ თუ ეს ძალიან რთულია, უნდა მიმართოთ ფსიქოლოგს.

მოძებნეთ ახალი ჰობი და დაგეგმეთ დრო შემოქმედებისთვის

როდესაც ადამიანი მარტო რჩება, აღმოაჩენს, რომ ახლა ძალიან ბევრი თავისუფალი დრო აქვს. მაგრამ მოწყენილობა, ფსიქოლოგების აზრით, არის ემოცია, რომელიც უბიძგებს ადამიანს ეძებოს რაღაც ახალი - ის, რაც დაგეხმარებათ იგრძნოთ თავი ცოცხალ ადამიანად. ასე რომ, ღირს ძიების დაწყება. შეგიძლიათ გაიხსენოთ ყველა ის ჰობი, რისი გაკეთებაც ოდესმე გინდოდათ და სცადეთ ისინი სათითაოდ. მაგალითად, ჩაირიცხეთ ვოკალურ სტუდიაში. თუ სესიის შემდეგ სიმსუბუქის შეგრძნება გაქვთ, შეგიძლიათ გააგრძელოთ და თუ აღმოჩნდება, რომ სიმღერა არ არის შთამაგონებელი თქვენთვის, შეგიძლიათ ისწავლოთ ცეკვა, ხატვა, გიტარაზე დაკვრა. არავინ გაგკიცხავთ თქვენი სურვილების გაუგებრობისთვის. თქვენ გესმით თქვენი საჭიროებები და ამ პროცესს უნდა დაუთმოთ განსაზღრული დრო. მთავარია, არ შეეცადოთ დაუყოვნებლივ გახდეთ პროფესიონალი არჩეულ სფეროში. უმჯობესია უბრალოდ მოძებნოთ აქტივობები, რომლებიც დაგეხმარებათ განიცადოთ პოზიტიური ემოციების მაქსიმუმი. ახალი ჰობი დაგეხმარებათ დაინახოთ ცხოვრება უცნობი კუთხით და გაიხარებთ კიდევ დიდხანს.

შეიძინეთ ახალი მეგობრები

ხშირად მარტოხელა ადამიანს ეჩვენება, რომ გარშემო ყველა ბედნიერია, გეგმებს აწყობს, ტკბება კომუნიკაციით. ბოლოს და ბოლოს, მათ ერთმანეთი სჭირდებათ. საკმაოდ სამწუხაროა, თუ დაშორდით პარტნიორს და, უფრო მეტიც, დაკარგეთ მეგობრები. თუმცა ასეც ხდება ცხოვრებაში. დროა ახალი მეგობრების შეძენის.

ამის გაკეთების უმარტივესი გზა ახალი ჰობის დაწყებაა. უფრო ადვილია თქვენნაირად მოაზროვნე ადამიანების პოვნა. მაგალითად, შეგიძლიათ მოძებნოთ სეზონური სპორტული კლუბები, იაროთ ლაშქრობაზე ან იფიქროთ სხვა აქტივოებებზე, სადაც შეხვდებით საინტერესო ადამიანებს. დიდი ალბათობით, დროთა განმავლობაში გეყოლებათ ახალი მეგობრები და აღარ გაგახსენდებათ ძველი წყენები.