როგორ დავისვენოთ და განვიტვირთოთ საღამოს - 8 ჩვევა - rogor.ge

როგორ დავისვენოთ და განვიტვირთოთ საღამოს - 8 ჩვევა

მოემზადეთ ხვალინდელი დღისთვის

შეარჩიეთ ტანსაცმელი, რომელსაც სამსახურში ჩაიცვამთ, თვალსაჩინო ადგილას დადეთ სპორტული ტანსაცმელი, თუ ვარჯიშს აპირებთ, ყველა საჭირო დოკუმენტი ჩადეთ ჩანთაში. შემდეგ დაწერეთ, როგორ გსურთ დილის გატარება. ხვალ უფრო პროდუქტიულები იქნებით, რადგან ყველაფერი რაც გჭირდებათ უკვე ხელთ გაქვთ. წარმოიდგინეთ საპირისპირო სიტუაცია, როცა მზად არ ხართ ახალი დღისთვის. ზედმეტად ბევრი იძინეთ, ვერ ირჩევთ რა ჩაიცვათ, დაგავიწყდათ სად დადეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები. თუ ყველაფერს საღამოს მოამზადებთ, ეს არ მოხდება და დილა მშვიდად დაიწყება.

გამოეთიშეთ სამუშაოდან

სამუშაო შეტყობინებები ხშირად გიფანტავთ ყურადღებას სახლშიც კი, რაც ართულებს დასვენებას. იმისათვის, რომ ეს აღარ განმეორდეს, სამუშაო დღე ყოველთვის ერთნაირად დაასრულეთ: მოაწესრიგეთ სამუშაო მაგიდა, შეინახეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები კომპიუტერში, შეადგინეთ ხვალინდელი სამუშაოს სია. როგორც კი სახლში მიხვალთ, შეასრულეთ განსატვირთი აქტივობები, თუნდაც ოჯახთან ურთიერთობა, სპორტი, ჰობი, კითხვა. ამით დღეს ბედნიერად დაასრულებთ.

აირჩიეთ ადგილი დასასვენებლად

თუ მთელი დღე ეკრანს უყურებთ, საღამოს უნდა დაისვენოთ როგორც ფიზიკურად, ასევე გონებრივად. ამ შემთხვევაში სატელევიზიო შოუს ყურება ნაკლებად ეფექტური მეთოდია. იპოვეთ ადგილი, სადაც თავს კომფორტულად გრძნობთ და 20 წუთი გაატარეთ იქ მხოლოდ დასამშვიდებლად. მაგალითად, შეგიძლიათ ჩუმად იჯდეთ სამზარეულოში ან გაიხედოთ ფანჯარაში. კიდევ ერთი ვარიანტია შხაპის მიღება სახლში მისვლისთანავე. ეს მისცემს ტვინს სიგნალს, რომ სამუშაო დღე დასრულდა. ან გააკეთეთ მარტივი საოჯახო საქმეები, რომლებიც გამშვიდებთ.

დაფიქრდით გასულ დღეზე

ამისათვის საკმარისია 5-10 წუთი. გაიხსენეთ დღის სასიამოვნო მომენტები, გაიხარეთ მცირე გამარჯვებებით, იფიქრეთ იმაზე, რისი გაუმჯობესება შეიძლება.

დაკავდით თქვენი საყვარელი გატაცებით

სამუშაო დღეები, როგორც წესი, არ ტოვებს დროს ჰობისთვის. გამონახეთ მინიმუმ ნახევარი საათი თქვენთვის მნიშვნელოვანი და საინტერსო საქმის გასაკეთებლად. ის აუმჯობესებს განწყობას და თვითშეფასებას.

წაიკითხეთ რაიმე განსატვირთად

ეს შესანიშნავია სტრესის მოსახსნელად. აირჩიეთ ნებისმიერი წიგნი, რომელიც მოგწონთ - რომანი, მემუარები, რაღაც შთამაგონებელი და გამოყავით დრო წასაკითხად. ძილის დროს ტვინი აერთიანებს მიღებულ ინფორმაციას და იმახსოვრებთ.

ნუ უყურებთ ეკრანებს ძილის წინ ერთი საათით ადრე

ლეპტოპებისა და სმარტფონების ეკრანის ლურჯი შუქი თრგუნავს ჰორმონ მელატონინის გამომუშავებას, რომელიც პასუხისმგებელია ძილზე. გარდა ამისა, ვიდეოების და სურათების ყურება ასტიმულირებს ტვინს და ეს ასევე ხელს უშლის დაძინებას. „ტელეფონზე ათი წუთი კონცენტრაციას დაახლოებით ისეთივე ეფექტი აქვს, როგორც მზის შუქზე ერთი საათის განმავლობაში სიარულს“, — ამბობენ ფსიქოლოგები. ასე რომ, არ უყუროთ ეკრანებს ძილის წინ მინიმუმ ერთი საათით ადრე. თუ სასწრაფოდ გჭირდებათ რაიმეს გაკეთება თქვენს კომპიუტერში, შეამცირეთ ეკრანის სიკაშკაშე ან დააინსტალირეთ პროგრამა, რომელიც ააქტიურებს შესაბამის განათებას ღამით.

იძინეთ საკმარისად

ჩვენ ხშირად უგულებელვყოფთ ძილს სხვა რამის სასარგებლოდ. მაგრამ საკმარისი ძილი მნიშვნელოვანია როგორც ჯანმრთელობისთვის, ასევე პროდუქტიულობისთვის მთელი დღის განმავლობაში. რეგულარული ძილი ინარჩუნებს ნორმალურ ფსიქოლოგიურ, ემოციურ და ფიზიკურ მდგომარეობას. ამისთვის დაიძინეთ და გაიღვიძეთ ერთსა და იმავე დროს. არაფერი დატოვოთ თქვენს საძინებელში ისეთი, რაც სამუშაოს გაგახსენებთ.