როგორი იქნება ამინდის პროგნოზი უახლოეს დღეებში - rogor.ge

როგორი იქნება ამინდის პროგნოზი უახლოეს დღეებში

"შედარებით მაღალი ტემპერატურაა აღმოსავლეთ საქართველოში, სადაც 14 აგვისტოს ჩათვლით, 34-დან 39 გრადუსამდე ტემპერატურა ნარჩუნდება. 15-16 აგვისტოდან სიცხე შენარჩუნდება, მაგრამ ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 1-3 გრადუსით დაიკლებს.

დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა მერყეობს, შედარებით გრილი და ნოტიო ჰაერის მასები მოქმედებს, მაგრამ სინოტივე ქმნის შეგრძნებას, რომ დაახლოებით 38 - 40 გრადუსია. ასეთი ვითარება ნარჩუნდება 19 აგვისტომდე. 19 აგვისტომდე ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურის კლება მოსალოდნელი არ არის.

დედაქალაქში უმეტესად უნალექო და ცხელი ამინდია მოსალოდნელი. მესამე დღეა, რაც მაქსიმალური ტემპერატურა - 39 გრადუსი ფიქსირდება, რასაც ვინარჩუნებთ მომდევნო დღეებში. 12-დან 14 აგვისტომდე შესაძლოა, 40 გრადუსი დაფიქსირდეს.

მომავალი კვირის პირველ ნახევარში მაინც მაღალი ტემპერატურა იქნება. შესაძლებელია 16-17 აგვისტოს მცირე წვიმა იყოს, მაგრამ არ იმოქმედებს მაქსიმალურ ტემპერატურაზე, მგრძნობელობა მაღალი იქნება“,- აღნიშნა გვაზავამ.

წყარო: ambebi.ge