როგორ ავუმაღლოთ ბავშვს თვითშეფასება და თავდაჯერებულობა - 7 წესი, რომლის შესრულებაც ნებისმიერ მშობელს შეუძლია - rogor.ge

როგორ ავუმაღლოთ ბავშვს თვითშეფასება და თავდაჯერებულობა - 7 წესი, რომლის შესრულებაც ნებისმიერ მშობელს შეუძლია

ქება და ქათინაურები

ეს არ უნდა იყოს გარეგნობის ქება, არამედ აქცენტი ბავშვის დადებით პიროვნულ თვისებებზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ასეთი სასიამოვნო, თვითშეფასების გამაძლიერებელი სიტყვები ნებისმიერ დროს (მაგრამ, რა თქმა უნდა, ზომიერად)უნდა უთხრათ. რეგულარულად შეახსენეთ ბავშვს მისი პოტენციალი, რა შეუძლია და რა გამოსდის უკეთ.

თანატოლივით საუბარი

ესაუბრეთ სერიოზულ თემებზე, მაგრამ არა როგორც უფროსი, არამედ როგორც თანატოლი თანამოსაუბრის აზრისადმი პატივისცემისა და ინტერესის გამოხატვით. ჰკითხეთ, როგორ ადამიანად თვლის თავს, რით ამაყობს საკუთარ თავში და რითაც არ ამაყობს დიდად. ჰკითხეთ მისი აზრი სხვა ადამიანებზე და სხვადასხვა სიტუაციებზე, აჩვენეთ, რომ ის ძალიან ძვირფასია თქვენთვის.

შეეცადეთ იყოთ რაც შეიძლება გულწრფელი თქვენს შვილთან

განიხილეთ მასთან ყველა მისი შეხედულება. ეს ხელს შეუწყობს დამოუკიდებელი აზროვნების განვითარებას. დაუსვით თქვენს შვილს მეტი შეკითხვა და აჩვენეთ, რომ თქვენ ნამდვილად გაინტერესებთ ბავშვის ცხოვრების ყველა დეტალი, რაც მის ცხოვრებაში ხდება სახლში თუ მის გარეთ. გაგრძელება