როგორ უზრუნველვყოთ ოპტიმალური პირობები შემოდგომით ფუტკრის ოჯახების განვითარებისთვის - rogor.ge

როგორ უზრუნველვყოთ ოპტიმალური პირობები შემოდგომით ფუტკრის ოჯახების განვითარებისთვის

ამ პერიოდში მეფუტკრის მთავარი ამოცანაა ფუტკარს შემოდგომის განვითარებისთვის ოპტიმალური პირობები შეუქმნას. საშემოდგომო განვითარებისთვის ოჯახები კარგი პირობებით რომ უზრუნველვყოთ, აუცილებელია:

  1. კარგი განაყოფიერებული დედა ფუტკარი;
  2. ოჯახების შესაბამისი სიძლიერე;
  3. ძიძა-ფუტკრების დიდი რაოდენობა;
  4. თაფლის დიდი მარაგი სკაში;
  5. ნექტრის ზომიერი მიღება;
  6. ჭეოს დიდი მარაგი;
  7. ფიჭებში თავისუფალი უჯრედების საკმარისი რაოდენობა.

ამ დროს ყველაზე კარგად კვერცხებს დებენ მიმდინარე წელს გამოზრდილი ახალგაზრდა დედა ფუტკრები.

საზაფხულო თაფლის შეგროვების შემდეგ, ოჯახი სათანადო სიძლიერემდე რომ მივიდეს, საჭიროა 4-5 კვირა. დედა ფუტკარი, რომელიც ყოველდღიურად 800-1000 კვერცხს დებს (ფიჭების 2-3 კვ. დმ. ერთ მხარეს), 4 კვირაში დადებს დაახლოებით 25 000 კვერცხს. ოჯახის სათანადო მოვლითამას 2,0-2,5 კგ ფუტკრის გამოზამთრება შეუძლია (7-8 დიდი ზომის ან 10-11მცირე ფორმატის ჩარჩოზე).

დედა ფუტკრები, რომლებსაც შემოდგომის შემოწმების დროს ცუდიშეფასება მიეცათ, დაუყოვნებლივ უნდა შეიცვალოს სათადარიგო დედოფლებით, თუკი ეს შეუძლებელია, კოლონიები უნდა შეუერთდნენ კარგიდედა ფუტკრების მყოლ სუსტ კოლონიებს. ოჯახში ცუდი დედა ფუტკრისდატოვებას არავითარი აზრი არ აქვს, რადგან ასეთი ოჯახის შენახვა დიდშრომასა და ხარჯებს დაუკავშირდება და არავითარ მოგებას არ მოგცემთ.

როგორ გავიჩინოთ ფუტკარი150იმ შემთხვევაში, თუკი გასული ზაფხულის თაფლის მოსავალი უხვი იყოდა კვერცხდებას ხელი შეუშალა, ძლიერ კოლონიებშიც კი, რომელთაც კარგი დედა ფუტკარი ჰყავთ, შეიძლება მცირე ბარტყი იყოს.

თუ ასეთი სიტუაცია დამახასიათებელია თქვენი მხარისთვის, რეკომენდებულია დამატებითი ბარტყის დედოფლების გამოყენება, რომლებსაცათავსებენ დროებით ნაყარებში. სექტემბრის პირველ დეკადაში, როდესაც მთელ საფუტკრეზე თესვის სიჩქარე შესამჩნევად იკლებს, ნაყარებს შეუერთებენ ოჯახებს, რომლებიცსაჭიროებენ გაძლიერებას და ხნიერ დედა ფუტკრებს მაშინვე ანადგურებენ.

ზოგჯერ დათესვა (კვერცხდება), ზოგიერთ ოჯახში, რაიმე აშკარა მიზეზის გარეშე ფერხდება. ამ შემთხვევაში კარგი შედეგის მიღწევა შესაძლებელია ბუდის შუაში 1-2 თავღია ბარტყიანი ჩარჩოს დამატებით. ლარვების რძით გამოკვების აუცილებლობა აჩქარებს მისი წარმოების პროცესს და, შესაბამისად, ფუტკარი უფრო მეტად და უხვად კვებავს დედა ფუტკარს, დედა ფუტკარი კი, თავის მხრივ, უფრო ინტენსიურად იწყებს ფიჭებში კვერცხდებას.

ოჯახის სიძლიერე უშუალოდ უკავშირდება დედა ფუტკრების ხარისხს. ოჯახები, რომლებიც, მეფუტკრის თვალსაზრისით, უახლესი 4-5 კვირის განმავლობაში ვერ მიაღწევენ დიდ ძალას, უმჯობესია, მაშინვე შეაერთონ ერთმანეთთან (ორ-ორი) და ცუდი დედა ფუტკრები დაიწუნონ. გაერთიანებულ ოჯახებში შეიქმნება კარგი პირობები ბარტყის აღზრდისთვის (ტემპერატურა, ნექტრისა და მტვრის მარაგი, ძიძა-ფუტკრის რაოდენობა დაა.შ.), ოჯახები უკეთ მოემზადებიან ზამთრისთვის. ჯობია ერთი ძლიერიოჯახის შენახვა, ვიდრე ორი სუსტისა.

თაფლის დიდი მარაგი სკაში ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა საშემოდგომო ბარტყის შესაქმნელად. თუ ბუდეში და მის ზევით ცოტა თაფლია, დედოფალი ამცირებს კვერცხის დადების ინტენსივობას, შემდეგ კი საერთოდ წყვეტს თესვას. ძალიან რთულია აიძულო მას ხელახლა დიდი რაოდენობის კვერცხების დადება, ამას 1-2 კვირას ჭირდება. შემოდგომის განვითარების ასეთი შეფერხება დაუშვებელია.თაფლის საზაფხულო შერჩევის შემდეგ სკაში უნდა იყოს, სულ მცირე,6-8 კგ თაფლი. თუ ნაკლებია, სასწრაფოდ უნდა დაამატოთ.

მეფუტკრეობისა და თაფლის შესახებ ვრცელ და ამომწურავ, ყველა საჭირო ინფორმაციას გაეცნობით "პალიტრა L-ის" ახალ ორტომეულში - „თაფლი“, რომლის პირველი ტომის „მეფუტკრის ცნობარი“ შეძენა შეგიძლიათ ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში ან პრესის გამავრცელებელ ჯიხურებში.

tafli-1-1200x628-1690982134.png

წიგნი განკუთვნილია როგორც მეფუტკრეებისთვის, ისე მკითხველთა ფართო წრისთვის. პირველი ტომის - "მეფუტკრის ცნობარი" სპეციალური ფასი გამოსვლიდან ერთი კვირის განმავლობაში 16 ლარი იქნება.

  • როგორ მივიღოთ მაღალი ხარისხის სამკურნალო თაფლი?
  • როგორ დავიცვათ ფუტკარი?
  • როგორ გავზარდოთ ოჯახების რაოდენობა ზაფხულში?
  • როგორ გამოვიყენოთ ფუტკრის პროდუქტები?

სწორედ ამ და სხვა ბევრ კითხვაზე გიპასუხებთ ორტომეული. წიგნის შესაძენად ასევე შესაძლებლობა გაქვთ, გახდეთ სერიის გამომწერი, ამისთვის დაგვიკავშირდით 032 2 47 00 45 ან ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: https://www.palitral.ge/product/5481/tafli

R