როგორ დავიცვათ ბავშვის უსაფრთხება, როდესაც სახლში შინაური ცხოველია
მოარიდეთ შინაური ცხოველები იმ ოთახიდან, სადაც ახალშობილს ან ბავშვს სძინავს, არასდროს მისცეთ მათ ერთი საწოლის გაზიარების უფლება, რათა შემდგომ ეს ჩვევაში არ გადაიზარდოს.
ყოველთვის ფრთხილად გააცანით თქვენი შინაური ცხოველები ახალ ბავშვს. ძაღლებმა შესაძლოა იეჭვიანონ ახალშობილზე, როდესაც მას პირველად მიიყვანთ სახლში. შეეცადეთ ამ დროს ოთხფეხა მეგობრებსაც დიდი დრო დაუთმოთ, რადგან იცოდნენ როგორ უყვართ და ზრუნავენ მათზეც.
გამოგადგებათ უსაფრთხოების ბარიერების (ღობე) გამოყენება, ბავშვისა და შინაური ცხოველის დაშორების მიზნით. ის ასევე უზრუნველყოფს ბავშვის დისტანცირებას ცხოველური საკვებისა და ნაგვისგან.
ასევე მნიშვნელოვანია სისუფთავე და სანიტარია, რათა ცხოველის ბეწვითა თუ ბაქტერიებით არ მოხდეს ბავშვის დაზიანება. თუ თქვენს კატას/ძაღლს აქვს გრძელი ბეწვი, გაკრიჭეთ გრუმერთან. ასევე, პერიოდულად დააჭერით ბრჭყალები.
ნატა ბეწუნაიძე