როგორ შევიყვაროთ საკუთარი თავი, მარტივი გზა საკუთარი თავის თავიდან შესაყვარებლად - rogor.ge

როგორ შევიყვაროთ საკუთარი თავი, მარტივი გზა საკუთარი თავის თავიდან შესაყვარებლად

გაუშვით ყველა თქვენი სინანული და წარსულის შეცდომა

იმისთვის, რომ საკუთარ თავთან ჰარმონიული ურთიერთობა დაიწყოთ, მნიშვნელოვანია, ყველა წარსულის შეცდომისა თუ სინანულისაგან გათავისუფლდეთ. მოახდინოთ კონცენტრაცია აწმყოზე და იზრუნოთ მომავლის უკეთესობისკენ შესაცვლელად.

არ შეადაროთ საკუთარი თავი სხვებს

მნიშვნელოვანია, მუდამ გახსოვდეთ, რომ ყველა ადამიანი უნიკალურია. ყველას აქვს ის, რის გამოც შეიძლება უყვარდეთ სხვებს. საკუთარ თავთან, მსგავსი ნეგატიური დიალოგები, როგორიცაა საკუთარი თავის სხვასთან შედარება, ანადგურებს თვითშეფასებას და სიახლეებისკენ სწრაფვის სურვილს. მნიშვნელოვანია პირადი მიზნებით თვითგანვითარება და ინდივდუალიზმი.

აკეთეთ ის, რაც გიყვართ

მაშინ, როდესაც საკუთარ თავს ბარიერებს უწესებთ, უშლით ხელს საყვარელი აქტივობების განხორციელებას. მსგავსი ქმედება უფრო მეტად კეტავს და აკომპლესებს ადამიანს. მაშინ, როდესაც პირადი ინტერესების მიხედვით იწყებთ მოქმედებას, უფრო ჰარმონიაში ხართ საკუთარ თავთან, ამაყობთ და გახარებთ ის, რასაც დღის განმალობაში აკეთებთ. ყოველივე ეს ზრდის სიყვარულს საკუთარი თავის მიმართ.

გაზარდეთ დადებითი ემოციები

დაბალი თვითშეფასება და ტოქსიკური აზრები, წლების განმალობაში დალექილი ნეგატივის გამოვლინებაა. ასეთ დროს საჭიროა საკუთარ თავთან დიალოგი, უარყოფითი აზრების დადებითით ჩანაცვლება. გააკეთეთ ისეთი აქტივობები რაც სიამოვნებას განიჭებთ, იქნება ეს კითხვა, სეირნობა, კულინარია თუ ცეკვა. წაიკითხეთ აფრიმაციები და სამოტივაციო ციტატები, რომელიც თქვენში ინსპირაციას გააღვიძებს.

გარშემორტყმული იყავით პოზიტიური ადამიანებით

წრე, რომელშიც ყოველდღიურად ტრიალებთ, მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს თქვენზე და თქვენს ცნობიერზე. ის ენერგიები, რასაც ადამიანები ერთმანეთთან ურთიერთობისას გასცემენ, მუდამ აისახება სულზე და განწყობაზე. ადამიანები რომელთაცირჩევთ, გეხმარებიან საკუთარი თავის გაუმჯობესებასა და სიყვარულში.

საკუთარი თავის მიღება, თუნდაც ნაკლოვანებებით

ეს კონკრეტული პუნქტი ერთგვარი გასაღებია საკუთარი თავის სიყვარულისა, საწყის ეტპაზე საჭიროა გააცნობიეროთ თქვენი ნაკლოვანებები, დადებითი თუ უარყოფითი მხარეეები და კრიტიკისა და უარყოფის გარეშე მიიღოთ. გააზრებისა და შეცნობის შემდგომ ბევრად მარტივია გაუმჯობესება. გარშემომყოფებიც, ხომ სწორედ ისე აღგიქვავენ და გექცევიან როგორც თქვენ საკუთარ თავებს?.. ამიტომ, მნიშვნელოვანია მისცეთ მათ მაგალითი და სწორედ ისე აღიქვათ და მოეპყრათ საკუთარ თავებს, როგორც ამას სხვებისგან მოითხოვთ.

ჯანსაღი რუტინის გამომუშავება

ერთ-ერთი საუკეთესო გზა საკუთარი თავის სიყვარულის გამოსამუშავებლად, ჯანსაღი რუტინის ჩამოყალიბებაა, რომელსაც იმაზე დიდი ზეგავლენა აქვს ჩვენს ყოველდღიურობაზე ვიდრე ჩვენ ამას წარმოვიდგენთ. მსგავსი რუტინის შედგენა არა მხოლოდ ხელს უწყობს თვითმოტივაციას, არამედ უფრო პროდუქტიულს გხდის და გაიძულებს შეიყვაროთ საკუთარი თავი.

მიეცით საკუთარ თავს დასვენების უფლება

რაც არ უნდა, რთული პერიოდი გქონდეთ ცხოვრებაში, მნიშვნელოვანია დასვენება, ენერგიების აღდგენა. მსგავსი ქმედება მეტად მოტივირებულს გაგხდით საქმის ხარისხიანად გასაგრძელებლად და დაგეხმარებათ სტრესის თავიდან არიდებაში.

ჯანსაღი ურთიერთობები

ურთიერთობები და ადამიანები ყველაზე დიდ ზეგავლენას ახდენენ პიროვნებაზე. მაშინ როდესაც, ტოქსიკურ, არაჯანსაღი ფსიქიკის მქონე ადამინებთან იჭერთ ურთიერთობას, ამ ადამიანების ანარეკლი ხდებით. ინგრევთ ფსიქიკას და კარგავთ თვითპატივისცემას. მნიშვნელოვანია შექმნათ ისეთი გარემო ადამიანებით, როგორზეც ოცნებობთ. არ შეგეშინდეთ ცხოვრებიდან ტოქსიკური ადამიანების გაშვების.

ნატა ბეწუნაიძე