გარეცხოთ თუ არა? - როგორ უნდა გაყინოთ სწორად მოცვი - rogor.ge

გარეცხოთ თუ არა? - როგორ უნდა გაყინოთ სწორად მოცვი

სანამ მოცვს გაყინავთ, ჯერ უნდა გაარჩიოთ. მოაცილოთ გაფუჭებული მარცვლები და ზედმეტი ყუნწები. თუ კენკრა დაფარულია მტვრით, მაშინ შესაძლებელია მისი გარეცხვა გამდინარე წყლის ქვეშ. მთავარია კარგად გააშროთ. გარეცხვის შემდეგ თანაბრად უნდა გადანაწილდეს სუფთა პირსახოცზე და კარგად გაშრეს.

გადაანაწილეთ მოცვი მცირე ზომის პლასტიკის ერთჯერად კონტეინერებში, რათა გალღვობისას არ მოგიწიოთ მისი მთლიანად გამოღება და კვლავ გაყინვა.

3-1-1690458182.jpg

მოცვი შეგიძლიათ შეინახოთ გახეხილი სახითაც, შაქართან ერთად. 1 კგ. მომზადებული მოცვი უნდა გახეხოთ, მიღებულ მასას დაუმატოთ 500 გ. შაქარი. შემდეგ დაამატეთ 2 ს.კ. ახალი ლიმონის წვენი ან 0,5 ჩ.კ. ლიმონმჟავა. 15 წუთის შემდეგ გახეხილი მოცვი ჩაასხით სტერილურ ქილებში და შეინახეთ გრილ ადგილას.