როგორია 2023 წლის ზაფხულის ტრენდები ეზოს მოსაწყობად - rogor.ge

როგორია 2023 წლის ზაფხულის ტრენდები ეზოს მოსაწყობად

თამამი ფერები და ორნამენტები

წლევანდელ ტრენდებში გამორჩეულია ფერთა გამა კაშკაშა ტონებიდან მკვეთრ ორნამენტებამდე, გარეთა სივრცის ავეჯის დიზაინი ხდება უფრო თამამი და თავგადასავლებთან ასოცირებული. მოსალოდნელია, რომ 2023 წლის დიზაინებში თვალწარმტაცი პრინტები და თამამი ფერები ფიგურირებდეს და პატერნები პოზიტიურ აურას ქმნის და გუნება-განწყობილებაზეც დადებითად მოქმედებს.

შერეული მატერია

განსხვავებული მასალების ერთმანეთში შერევით დამზადებული ავეჯი წელს განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. მაგალითად, მეტალი, ხე და მოწნული მასალების შერევით უნიკალური სტილის ავეჯი მზადდება და ორიგინალურსა და გამორჩეულს ხდის ასეთი აქსესუარები და ავეჯი თქვენს ეზოს. ეგზოტიკურად მოწყობილი ეზო კი მუდმივად იწვევს სხვების ინტერესსა და აღფრთოვანებას.

ეკომეგობრული მასალები

download-1690278192.png

მრავალფეროვნების გარდა, მნიშნელოვანია, თუ რისგან არის დამზადებული თქვენი ავეჯი თუ სხვა დეტალები. ბოლო პერიოდში დიდი ყურადღება ექცევა ეკომეგობრულ მასალებს გარემოს გაფრთხილების მიზნით. ამის გათვალისწინებით, გადამუშავებული პლასტმასი, ბამბუკი და მეორიული გამოყენების ხე შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი ეზოს დიზაინის მოსაწყობად. გაგრძელება