როგორ დაიშალა თერგდალეულთა ჯგუფი - ახალი დემოკრატიული მიმართულებანი - rogor.ge

როგორ დაიშალა თერგდალეულთა ჯგუფი - ახალი დემოკრატიული მიმართულებანი

1876 წლის გაზაფხულზე თერგდალეულებმა დიდი ზეიმით იდღესასწაულეს თავიანთი მთავარი ორგანოს გაზეთ „დროების“ არსებობის ათი წლისთავი. იმხანად თერგდალეულთა შორის ჯერ კიდევ ერთსულოვნება სუფევდა, მაგრამ მალე მდგომარეობა შეიცვალა. ი. ჭავჭავაძე გავიდა „დროების“ რედაქციიდან და 1877 წელს დააარსა ახალი ორგანო – გაზეთი „ივერია“. ცოტა სნის შემდეგ „დროების“ რედაქცია დატოვეს აგრეთვე ნ. ნიკოლაძემ და გ. წერეთელმა. ნ. ნიკოლაძემ 1878 წელს დაიწყო რუსული გაზეთის „ობზორის“ გამოცემა. ახალ ორგანოთა შორის გაჩაღდა კამათი მწვავე პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებზე. ახალი იდეური მიმართულება, რომელიც თერგდალეულთა ჯგუფის დაშლის შემდეგ ქართველი ბურჟუაზიის იდეოლოგებმა შექმნეს, პროგრესულ-დემოკრატიული მიმართულება იყო და თავის არსებობის პირველ პერიოდში შედარებით აქტიურად უბრძოდა ცარიზმისა და რეაქციული თავადაზნაურობის წინააღმდეგ.

ამ მიმართულების ხელმძღვანელები და თვალსაჩინო მოღვაწეები იყვნენ ნ. ნიკოლაძე, გ. წერეთელი, გ. ზდანოვიჩი (მაიშვილი) და სხვები. პროგრესული ბურჟუაზიული მიმართულების წარმომადგენლები აკრიტიკებდნენ თავიანთი წინანდელი თანამოაზრეების თვალსაზრისს, რომლის თანახმად ქართველი ერის მესვეურობა კულტურულ თავადაზნაურობას უნდა კუთვნებოდა. ისინი ამბობდნენ: თავადაზნაურობამ, როგორც წოდებამ, დიდი ხანია დრო მოჭამა და ახლა იგი ვერ გამოდგება ერის მესვეურადო. „ერის და ქვეყნის გამომყვანი სიღარიბისა და მონობისაგან, უმეცრებისა და უსწორმასწორობისაგან ყოველთვის და ყველგან მარტო... ბურჟუაზია ყოფილა და იქნება“, - წერდა ნ. ნიკოლაძე. ასევე ფიქრობდა გ. წერეთელიც. ბურჟუაზიულ-დემოკრატიული მიმართულების მიმდევრები სავსებით მართალი იყვნენ, როცა ქართველ თავადაზნაუ- რობას დრომოჭმულ წოდებად თვლიდნენ.

მეორე უფრო მნიშვნელოვან მიმართულებას, რომელიც თერგდალეულთა ერთიანი ჯგუფის დაშლის შემდეგ წარმოიშ- ვა, წარმოადგენდა ი. ჭავჭავაძისა და ა. წერეთლის ირგვლივ შემოკრებილი გვიანდელი თერგდალეულების ჯგუფი, რომელიც ამ დაჯგუფების იდეურ ხელმძღვანელთა აზრით, ქართველი ერის მშრომელი ნაწილის ინტერესებს გამოხატავდა. ამ ჯგუფში შედიოდნენ: ი. ჭავჭავაძე, ა. წერეთელი, ი. გოგებაშვილი, რ. ერისთავი, ს. მესხი და სხვები. ამავე ჯგუფს შეუერთდნენ 80-იანი წლების დასაწყისში სამოღვაწეო ასპარეზზე გამოსული დიდი ქართველი მწერლები ვაჟა-ფშაველა და ალექსანდრე ყაზბეგი, რომლებმაც თავიანთ უკვდავ მხატვრულ ნაწარმოებებში ჩააქსოვეს სამოციანელების იდეები. ილია ჭავჭავაძე და მისი თანამოსაგრენი ფიქრობდნენ, რომ ჩვენს ქვეყანაში კლასთა ბრძოლის გამწვავება დაასუსტებდა ქართველ ხალხს, ამას კი, მათი აზრით, ცარიზმი გამოიყენებდა და სრულიად მოსპობდა ქართველ ერს; სწორედ ამიტომ მოითხოვდნენ ისინი ქართველი ხალხის ერთიანობას, რათა მას შეძლებოდა უფრო მედგარი წინააღმდეგობა გაეწია მეფის თვითმპყრობელობის ნაციონალურ-კოლონიური პოლიტიკისათვის, საქართველოში კაპიტალიზმის განვითარებას შედეგად მოჰყვა საზოგადოების ახალი კლასის, – სამრეწველო პროლეტარიატის გაჩენა. მუშათა კლასის, ანუ პროლეტარიატის გაჩენა დაკავშირებულია კაპიტალიზმის განვითარების მაღალ სტადიასთან, საფაბრიკო-საქარხნო წარმოებაზე გადასვლასთან. რეფორმის შემდგომ ხანაში, სამრეწველო კაპიტალიზმის ზრდასთან ერთად განუხრელად იზრდებოდა მრეწველობაში ჩაბმული მუშების რიცხვიც.

თუ 61-იან წლებში მთელი აღმო- სავლეთ საქართველოს მანუფაქტურულ წარმოებაში 5 ათასი მუშა ითვლებოდა, 90-იან წლების ბოლოს მარტო თბილისში ყველა კატეგორიის მუშათა რიცხვმა 20 ათასს გადააჭარბა. ამათგან 12 ათასი კაცი სამრეწველო პროლეტარიატს მიეკუთვნებოდა. ახლად ჩამოყალიბებულ პროლეტართა კლასს უაღრესად მძიმე, თითქმის აუტანელ პირობებში უხდებოდა ცხოვრება და მუშაობა. ხელფასი მეტისმეტად მცირე იყო, სამუშაო დღე კი 12 საათს გრძელდებოდა. მუშებს არ ჰქონდათ რიგიანი ბინები და ნესტიან ქოხმახებში უხდებოდათ ცხოვრება. ფაბრიკებსა და ქარხნებში ჭუჭყი და ანტისანიტარია იყო გამეფებუ ლი. განსაკუთრებით მძიმე პირობებში შრომობდნენ სამთამადნო მრეწველობის მუშები; მუშათა მძიმე საყოფაცხოვრებო და სამუშაო პირობებს კიდევ უფრო აუტანელს ხდიდა კაპიტალისტების განუსაზღვრელი თვითნებობა, უკანონო ჯარიმები და მუშების პირდაპირი მოტყუება. მუშები სრულიად უუფლებონი იყვნენ. ცარიზმის მთელი სახელმწიფო აპარატი კაპიტალისტების მხარეზე იყო. კაპიტალისტების მხრივ ექსპლუატაცია და უაღრესად მძიმე საყოფაცხოვრებო პირობები იწვევდა მუშათა კლასის უკმაყო- ფილებასა და პროტესტს. მუშათა მოძრაობის ძირითად ფორმას გაფიცვა წარმოადგენდა. მუშათა პირველი დიდი გაფიცვა მოხდა 1872 წელს თბილისში, მირზოევის ბამბის ქსოვილთა დამამზადებელ ფაბრიკაში, სადაც 600-ზე მეტი კაცი მუშაობდა. გაფიცვა მთელ კვი- რას გრძელდებოდა, მაგრამ იმ დროს მუშებს არ გააჩნდათ თავიანთი ორგანიზაციები, გაფიცვას დარაზმულობა აკლდა და იგი მარცხით დამთავრდა, გაცილებით უფრო დარაზმულად ჩატარდა თბილისში ზეიცერის ავეჯის ფაბრიკის მუშათა გაფიცვა 1878 წელს.

მუშათა ენერგიულმა ბრძოლამ თავისი შედეგი გამოიღო: გაფიცულთა თითქმის ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილეს. 80-იანი წლებიდან საქართველოს მუშათა კლასის საგა ფიცვო მოძრაობის ავანგარდში რკინიგზელი მუშები ჩადგნენ; მუშათა მოძრაობის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კერა იყო თბილისის რკინიგზის მთავარი სახელოსნოები, სადაც 3 ათასამდე კაცი მუშაობდა. 1898–1900 წლებში საქართველოს მუშათა მოძრაობის ი. ტორიაში მნიშვნელოვანი გარდატეხა მოხდა: გათავდა მუშათა სტიქიური შეუგნებელი მოძრაობის ხანა და დაიწყო მუშათა მოძრაობის ახალი ეტაპი – ცარიზმისა და ბურჟუაზიის წინააღმდეგ მუშათა დარაზმული და შეგნებული პოლიტიკური ბრძოლის ეტაპი. ამ ახალი ეტაპის დასაწყისი იყო რკინიგზის მუშათა გამოსვლა 1898 წელს, რომელსაც მუშათა მარქსისტუ- ლი, სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციები ხელმძღვანელობდნენ. მუშა-რევოლუციონერთა პირველი თაობის წარმომადგენლებს შორის, რომლებმაც უდიდესი შრომა გასწიეს მუშათა მოძრაობის გასაძლიერებლად 70–90-იანი წლების განმავლო- ბაში, განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მუშები: მიხა ჩოდრიშვილი,იოსებ დავითაშვილი, არაქელა ოქუაშვილი, ზაქრო ჩოდრიშვილი, ვანო სტურუა, მიხა ბოჭორიძე და სხვ. რევოლუციონერი მუშები საქართველოს ჩაგრული კლასების – მუშებისა და ღარიბი გლეხების შვილები იყვნენ.

თითოეულმა მათგანმა ძალიან ადრე, თითქმის ბავშვობიდანვე იგემა დაქირავებული მუშის მწარე ხვედრი. თბილისის, ბათუმის და საქართველოს სხვა ქალაქების ფაბრიკა-ქარხნებში მათ რევოლუციური აღზრდის მკაცრი სკოლა გაიარეს და მუშათა მოძრაობის ორგანიზატორებად იქცნენ. 90-იან წლებში მუშა-რევოლუციონერები გაეცნენ მუშათა კლასის მსოფლ- მხედველობას – მარქსიზმს და გადაჭრით დადგნენ მის მხარეზე.