როგორ ებრძვიან მოდელები სახეზე გამონაყარს - 3 არატიპური ექსპრეს-მეთოდი
თიხის ნიღაბი
ალბათ ყველაზე ბიუჯეტური საშუალება აკნეს სამკურნალოდ, რომელიც ყველა აფთიაქში მოიძებნება. წაისვით ის ადგილობრივად, უშუალოდ ანთების კერების ადგილას, მთელი ღამე დაიტოვეთ და დილით ჩამოიბანეთ. შეამჩნევთ, როგორ შემცირდება მუწუკები ზომაში.
ალოეს ფოთოლი
ახალი ალოეს ფოთოლი უნდა დაჭრათ პატარა ნაჭრებად და წაისვათ აკნეზე. სამკურნალო მცენარე სწრაფად ჩააცხრობს ანთებას, ექნება ანტიბაქტერიული ეფექტი და გააუმჯობესებს კანის უჯრედების რეგენერაციას.
დარსონვალის აპარატი
აპარატი, რომელიც მოქმედებს სხეულის ზონაზე იმპულსური მაღალი სიხშირის დენით, თითქმის ყველა მოდელისთვის აუცილებელი ნივთია. ის ამარაგებს კანის ქსოვილებს ჟანგბადით, აძლიერებს კვებას და ამავდროულად შესანიშნავად აშრობს აკნეს წერტილოვანი ეფექტით.