5 მცენარე ცხიმისმწველი ეფექტით: მუცლის შესამცირებლად და მეტაბოლიზმის გასაძლიერებლად
ოხრახუში
შეიცავს უამრავ C ვიტამინს, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმში ცხიმების წვის დაჩქარებას. ოხრახუშს კი შარდმდენი ეფექტი აქვს, რაც ასევე მნიშვნელოვანია წონის დაკლების პროცესში.
კამა
რეკომენდირებულია ჭამა ყაბზობის პროფილაქტიკისთვის, ამცირებს შებერილობას.
რეჰანი
მდიდარია ტანინებით, რომლებიც აჩქარებენ ნივთიერებათა ცვლას და ამცირებენ ორგანიზმში ცხიმოვანი უჯრედების რაოდენობას. უმჯობესია ჩაიში დაამატოთ რეჰანი, რადგან ის ასევე შეიცავს შემკვრელ ტანინმჟავას.
პიტნა
ხელს უწყობს მადის შემცირებას, ასევე, ასტიმულირებს ლიმფურ სისტემას და შეუძლია თავიდან აგაცილოთ შეშუპება.
გვირილა
ძირითადად გამოიყენება, როგორც ბუნებრივი საშუალება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოსაწესრიგებლად და შებერილობის შესამცირებლად. გვირილა ასტიმულირებს მეტაბოლურ პროცესებს და ასევე ხელს უწყობს ცხიმების წვის დაჩქარებას.